ხელმისაწვდომობის დეკლარაცია

ხელმისაწვდომობის
დეკლარაცია

ხელმისაწვდომობის დეკლარაცია

საჯარო პირების ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ 2019 წლის 4 აპრილის კანონის შესაბამისად მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო (მინისტრი) იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობა.

ხელმისაწვდომობის დეკლარაცია ვრცელდება გვერდზე https://compass-info.pl.

ვებ-გვერდის გამოქვეყნების თარიღი: ბოლო მნიშვნელოვანი განახლების თარიღი:

ციფრული ხელმისაწვდომობის მდგომარეობა

ქვემოთ ჩამოთვლილი შეუთავსებლობების გამო წინამდებარე ვებ-გვერდი ნაწილობრივ შეესაბამება საჯარო პირების ვებ-გვერდებისა და მობილური აპლიკაციების ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ 2019 წლის 4 აპრილის კანონის დანართს.

ხელმიუწვდომელი კონტენტი

დანართებთან შეუსაბამობა

  • ჩეთბოტის სიმბოლოს არ აქვს ალტერნეტიული ტექსტი.
  • ჩეთბოტის შეტყობინების ფორმის ველში არ არის შესაბამისი ტექსტური წარწერა.
  • ჩეთბოტი კლავიატურიდან მიუწვდომელია.
    • წვდომის პრობლემების შემთხვევაში, ჩეთბოტის გაშვება შესაძლებელია კლავიატურის მალსახმობების გამოყენებით: “Ctrl+shift+x”. გარდა ამისა, ჩეთბოტის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
  • ზედმეტი ბმულები განზრახ გამოყენებული საიტზე ნავიგაციის გასამარტივებლად

ზედმეტი ხარჯები

არ არის

არარეგულირებადი შინაარსი

არ არის

ხელმისაწვდომობის დეკლარაციის მომზადება და მისი განახლება

  • დეკლარაციის მომზადების თარიღი:
  • დეკლარაციის ბოლო განხილვის თარიღი:

დეკლარაცია შედგენილია ლუკაშევიჩის კვლევის ქსელი – ინოვაციური ტექნოლოგიების ინსტიტუტის EMAG-ს მიერ, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელმაც გამოაცხადა WCAG 2.1 გაიდლაინების ნაწილობრივი შესაბამისობა AA დონეზე. შემსრულებელმა წარმოადგინა შესაბამისი განცხადება.

საშუალებები, შეზღუდვები და სხვა ინფორმაცია

Eელემენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ციფრული ხელმისაწვდომობის საჭიროზე უფრო მაღალ დონეს

არ არის

ციფრული ხელმისაწვდომობის შეცდომების შესწორების გეგმები

არ არის

კლავიატურის მალსახმობები

კლავიატურის სტანდარტული მალსახმობების გარდა, ჩვენ ასევე დავამატეთ ჩეთბოტის გაშვების შესაძლებლობა “Ctrl+shift+x” მალსახმობის გამოყენებით.

გამოხმაურება და საკონტაქტო მონაცემები

ციფრულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. პასუხისმგებელი პირი არის პიოტრ ჟიელინსკი, ელექტრონული ფოსტის მისამართი pomoc@mnisw.gov.pl ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +48 22 50 17 165.

ყველას აქვს უფლება მოითხოვოს მოცემული ვებ-გვერდის ან მისი ელემენტების ციფრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ:

  • თქვენი სახელი და გვარი,
  • თქვენი საკონტაქტო მონაცემები (მაგ. ტელეფონის ნომერი, ელ- ფოსტა),
  • ვებ-გვერდის ზუსტი მისამართი, სადაც ციფრული ელემენტი ან შინაარსი არ არის ხელმისაწვდომი,
  • აღწერა იმისა, თუ რა არის პრობლემა და მისი გადაჭრის რა გზა იქნება თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი.
  • თუ ინფორმაციის მიღება გჭირდებათ ალტერნატიული ფორმით, მიუთითეთ საჭირო ინფორმაციის ფორმა.

თქვენს მოთხოვნას ვუპასუხებთ რაც შეიძლება მალე და მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

Jთუ ეს ვადა ჩვენთვის ძალიან მოკლეა, შეგატყობინებთ ამის შესახებ. მოცემულ ინფორმაციაში ჩვენ მოგაწვდით ახალ ვადას, როდის გამოვასწორებთ თქვენ მიერ მოხსენებულ შეცდომებს ან მოვამზადებთ ინფორმაციას ალტერნატიული გზით. მოცემული ახალი ვადა არ იქნება 2 თვეზე მეტი.

თუ თქვენს მოთხოვნაში მითითებული ციფრული ვებ-გვერდის ან კონტენტის ხელმისაწვდომობას ვერ ვუზრუნველვყოფთ, შემოგთავაზებთ მასზე წვდომის ალტერნატიულ გზას.

ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და საჩივრების დამუშავება

თუ ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ, ჩვენ უარს ვიტყვით თქვენს მიერ მოთხოვნილი ციფრული ხელმისაწვდომობის მიწოდებაზე და თქვენ არ ეთანხმებით ამ უარს, თქვენ გაქვთ საჩივრის შეტანის უფლება.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი, თუ არ ეთანხმებით იმ ალტერნატიული წვდომის მეთოდის გამოყენებას, რომელიც შემოგთავაზეთ ციფრული ხელმისაწვდომობის შესახებ თქვენს მოთხოვნაზე საპასუხოდ.

ნებისმიერი საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ან ელექტრონული ფოსტით ჩვენი ოფისის ხელმძღვანელობასთან:

  • Piotr Zieliński,
  • მისამართი: ვსპულნა ქ. 1/3, 00-529 ქ. ვარშავა
  • ელ.ფოსტა: : pomoc@mnisw.gov.pl.

ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო პორტალზე gov.plშეიძლება იყოს სასარგებლო.

მოცემული სიტუაციის შესახებ შეგიძლიათ ასევე მიმართოთ ომბუდსმენს და სთხოვოთ მას ჩაერიოს თქვენს საქმეში.

არქიტექტურული ხელმისაწვდომობა

მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო ვსპულნა ქ. 1/3, 00-529 ქ. ვარშავა

შენობა მდებარეობს ქ. ვარშავის ცენტრში, შრუდმიეშჩიეს რაიონში, გარშემორტყმულია შემდეგი ქუჩებით: ვსპულნა, კრუჩა, ჰოჟა და ტშეხ კშიჟის მოედნით. სამინისტროსთან მისვლა შეგიძლიათ თქვენით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით: მეტროპოლიტენის ხაზი M1-ით (გაჩერება ცენტრუმ), ტრამვაით (გაჩერება კრუჩა 05 და 06 ასევე ჰოჟა 03 და 04) ან ავტობუსით (გაჩერებები: ტშეხ კშიჟის მოედ. 03 და 52, კრუჩა 01 და 02 ან ვსპულნა 01 და 02).

შენობაში არის 3 შესასვლელი. შენობის მთავარი შესასვლელი არის ჰოჟა 20 ქუჩიდან და ორი შესასვლელი ვსპულნა ქუჩდან. სტუმრებისთვის განკუთვნილია მთავარი შესასვლელი. შესასვლელი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინვალიდის ეტლით სარგებლობისთვის.

მისაღები განთავსებულია შენობის მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე ჰოლში. იმისათვის, რომ მოსასმენი აპარატით აღჭურვილმა სმენადაქვეითებულმა პირმა ტელეკოილის (T) მეშვეობით მიიღოს ხმა, მისაღები აღჭურვილია ინდუქციური მარყუჟით. მისაღები მდებარეობს უშუალოდ შესასვლელი კარის წინ და აქვს სადგამი, რომელიც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის კომფორტული მომსახურების საშუალებას იძლევა. შესასვლელის მარცხენა მხარეს არის გასახდელი, მარჯვნივ კი სტუმრებისა და მომლოდინე ადამიანების მოსაცდელი ოთახი, რომელიც აღჭურვილია წყლის დისპენსერით.

ფოიეში, მისაღები მაგიდის ზემოთ, განთავსებულია ელექტრონული საინფორმაციო დაფები, რომლებიც აჩვენებენ მონაცემებს კონტრასტული გზით, იმ სიმაღლეზე, რომელიც ინვალიდის ეტლით ან მოკლე აღნაგობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იძლევა წაკითხვის საშუალებას. შენობაში შემდგომი გასასვლელი უზრუნველყოფილია კარიბჭეებით, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. სტუმრები და დაინტერესებული პირები მოძრაობენ შენობაში დაცვის ან საქმეზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის/ოფისის თანამშრომლის დახმარებით.

შენობაში არის 4 ლიფტი, ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ეტლით მოსარგებლეებისთვის და უსინათლოებისთვის – სართულების ღილაკები განათებულია კონტრასტული ფერებით და აღინიშნება უსინათლოთათვის განკუთვნილი წერტილოვანი ასოებით (ბრაილის ანბანი). კაბინები გადასცემენ ხმოვან შეტყობინებებს ლიფტის მდებარეობისა და კარების გახსნისა და დახურვის შესახებ, ასევე აღჭურვილია კედელში ჩასმული სკამებით. ინვალიდის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილია წვდომა შენობის ყველა სართულზე არსებულ ყველა დერეფანსა და ოთახზე, ანუ პირველ სართულზე და I – V სართულებზე. დერეფნიდან საოფისე ოთახებამდე გადასასვლელი ზღურბლები იატაკის დონეზეა. გამონაკლის შემთხვევებში, ზღურბლის სიმაღლე შეესაბამება მოქმედ რეგულაციებს და არ აღემატება 2 სმ-ს. ზღურბლები ფერებით არის აღნიშნული.

შენობის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის ორი ვერტიკალური გასასვლელი (კიბე). კიბეების საფეხურები (პირველი და ბოლო) აღნიშნულია ყვითელი გამაფრთხილებელი ზოლებით. კიბეების მოაჯირები მონიშნულია უსინათლოებისთვის განკუთვნილი წერტილოვანი ასოებით (ბრაილის ანბანი), რომელიც აცნობებს უსინათლოებს, რომლებიც მოძრაობენ უცნობ გარემოში, სად მიემართება კიბეები. უწყვეტი ცენტრალური მოაჯირი ემსახურება უსინათლოთა საევაკუაციო გზას, ხოლო გარე მოაჯირი უწყვეტი კურსით ემსახურება ამ ადამიანების საკომუნიკაციო გზას.

ინვალიდთა ტუალეტი განთავსებულია პირველ სართულზე შენობის მარჯვენა მხარეს არსებულ ფლიგელში (შენობის აღმოსავლეთ მხარეს). იგი აღჭურვილია განგაშის ღილაკით, რომელიც დახმარების გამოძახების საშუალებას იძლევა, ასევე უნიტაზის დასაჯდომით მკლავის საყრდენებით, რომელიც იძლევა ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შლაგბაუმის წინ, ავტოსადგომის შესასვლელთან, მარცხნივ, დგას მეგაფონი ზარის ღილაკით.

შენობის წინ, სამინისტროს ავტოსადგომზე, დანიშნული და მონიშნულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი 1 საპარკინგე ადგილი. სამინისტროს ავტოსადგომის შესასვლელის მიმდებარედ (შლაგბაუმის წინ, ჰოჟეი ქუჩაზე), ასევე არის ორი საჯარო საპარკინგე ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებიც აღნიშნულია ვერტიკალური ნიშნით. სამინისტროს ავტოსადგომზე არსებული საპარკინგე ადგილი ინტეგრირებულია საკომუნიკაციო მარშრუტთან (ტროტუართან). შენობის მთავარ შესასვლელთან არსებული ტროტუარი დაწეულია მიწის დონეზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ტროტუარის ბორდიური აღნიშნულია ფერებით. სამინისტროს ავტოსადგომზე მოძრაობას მართავს დაცვის თანამშრომელი, რომელიც – მოთხოვნის შემთხვევაში – უზრუნველყოფს დახმარებას საპარკინგე ადგილით სარგებლობასა და შენობამდე მისვლაში.

შენობაში და მის ყველა ოთახში შესაძლებელია უსინათლო ან მხედველობის დაქვეითებული პირისთვის მეგზური ძაღლით შესვლა, ხოლო ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დამხმარე ძაღლით. შენობა არ არის მონიშნული პიქტოგრამით, რომელიც ამ შესაძლებლობის შესახებ გვამცნობს.

შენობაში არის გადიდებული ბეჭდვითი აბრები მხედველობა დაქვეითებულთათვის (გზა შენობიდან მთავარი გასასვლელისაკენ – პირველ სართულზე). მეხუთე სართულზე განთავსებულია ორი სავარძელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უგონო მდგომარეობაში მყოფი პირების ევაკუაციისთვის.

შენობა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით DSO (ხმის გამაფრთხილებელი სისტემა). ევაკუაციის პროცედურები მოიცავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარებას.

კომუნიკაციის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

W recepcji znajduje się pętla indukcyjna.

ჟესტების ენისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების შესახებ 2011 წლის 19 აგვისტოს კანონის დებულებების შესაბამისად, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს პირებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი ან პერიოდული კომუნიკაციის სირთულეები, აწვდიან შემდეგი სახის კონტაქტებს ოფისთან: ფაქსი: (22) 52 92 792 ელ-ფოსტა: pomoc@mnisw.gov.pl

2024 წლის 4 მარტიდან ჩვენ ვუზრუნველვყოფთ წვდომას პოლონური ჟესტების ენის (PJM) თარჯიმანთან ონლაინ რეჟიმში Tłumacz Migam-ის სერვისის მეშვეობით.

ბმული Tłumacz Migam-ის სერვისზე. დაკავშირების ბმული შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში. მომსახურება მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:00 -დან 16:00 საათამდე. წვდომა მოიცავს დისტანციურ კომუნიკაციას გამოყოფილი ვებსაიტის მეშვეობით დომენზე www.tlumacz.migam.org და ფინანსდება დიგიტალიზაციის სამინისტროს მიერ. ვებ-გვერდის მეშვეობით ვიდეო ზარის დამყარების შემდეგ, თარჯიმანი სმენადაქვეითებული პირის სახელით განახორციელებს სატელეფონო ზარს. სერვისი მუშაობს უშუალოდ ვებ-ბრაუზერებიდან, დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების საჭიროების გარეშე. მოცემული მომსახურება ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათებში 8:00 -დან 16:00 საათამდე.

სამინისტროს სათაო ოფისში უზრუნველყოფილია წვდომა PJM, SJM და SKOGN თარჯიმნების მომსახურებაზე. ასეთი მომსახურებით სარგებლობის სურვილი უნდა დაფიქსირდეს ოფისში დაგეგმილ შეხვედრამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე.

სამინისტრო საკითხის გადასაჭრელად აუცილებელ დოკუმენტებს უფლებამოსილი პირების მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მათთვის ხელმისაწვდომ ფორმაში. უფლებამოსილ პირს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს მინდობილი (მესამე) პირის დახმარება ოფისთან კონტაქტის დროს.

Scroll to Top