ქორწინება პოლონეთში

პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მუხ. 18 თანახმად, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. მოცემულ დებულებაში ნათქვამია, რომ „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ოჯახი, დედობა და მშობლობა ექვემდებარება პოლონეთის რესპუბლიკის მფარველობასა და ზრუნვას”. ქორწინება დგება სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წინაშე, მაგრამ სახელმწიფოსა და ცალკეულ ეკლესიებს შორის მოქმედი კანონების თანახმად, სასულიერო პირის წინაშე დადებულ რელიგიურ ქორწინებას, სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ასევე გააჩნია სამოქალაქო ძალა (კონკრეტულ რელიგიასთან დაკავშირებული დეტალები უნდა შემოწმდეს შესაბამის სამართლებრივ აქტში). ქორწინების დადებას გააჩნია მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები (მათ შორის, ქონებრივი ურთიერთობები, მემკვიდრეობის წესები). მეორე მხრივ, განქორწინება ხორციელდება ცალ-ცალკე სამოქალაქო ქორწინებისა (მოითხოვს სასამართლო პროცესს, შესაბამის საოლქო სასამართლოში) და რელიგიური ქორწინებისთვის (სხვადასხვა ეკლესიები და რელიგიური გაერთიანებები ითვალისწინებენ განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის საკუთარ წესებს). მრავალცოლიანობა აკრძალულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. 

სამართლებრივი საფუძვლები:
1997 წლის 2 აპრილის პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მუხ. 18 (1997 წ. საკ.მაც. № 78, პუნქ. 483, 2001 წ. № 28, პუნქ. 319, 2006 წ. № 200, პუნქ. 1471, 2009 წ. № 114, პუნქ. 946. 1997 წლის 6 ივნისის სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 206 (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 17) 

ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომელთა ურთიერთობებიც რეგულირდება პოლონეთის სახელმწიფოსთან მოცემულია შესაბამის კანონებში. პოლონეთში პარტნიორობა არ რეგულირდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კანონზე ამ საკითხთან დაკავშირებით. თითოეული სახელმწიფო ადგენს თავის ტერიტორიაზე ქორწინების დადების, განქორწინების და გაუქმების წესებს. მოცემული რეგულაციები განსხვავდება კულტურულად ან გეოგრაფიულად ახლო მდებარე ქვეყნებშიც კი.

პოლონეთში, ქორწინებასთან დაკავშირებული რეგულაციები მოცემულია ოჯახისა და მეურვეობის კოდექსში (1964 წლის 25 თებერვლის კანონი – ოჯახის და მეურვეობის კოდექსი – 2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 2809) სამოქალაქო და რელიგიური ქორწინებების განსხვავება. სამოქალაქო ქორწინება ფორმდება სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წინაშე (როგორც წესი, ოფისში, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის თანხმობით – ასევე სხვაგან, დამატებითი საფასურის სანაცვლოდ), საზღვარგარეთ პოლონეთის მოქალაქეთა ქორწინება შეიძლება გაფორმდეს კონსულის წინაშე, ხოლო რელიგიური ქორწინება – კონკრეტული რელიგიის სასულიერო პირის წინაშე. რელიგიური ქორწინების დადებას სამოქალაქო სამართლის მიხედვით იგივე ძალა აქვს, რაც ოფისში გაფორმებული ქორწინებას, შესაბამისად, რელიგიური ქორწინების დადების სამართლებრივი პირობები მოიცავს იმავე ძირითად მოთხოვნებს, რაც სამოქალაქო ქორწინების დროს და რამდენიმე დამატებით ფორმალობას (მაგ., სასულიერო პირისათვის ოფისში მოწმობის წარდგენის აუცილებლობას და სასულიერო პირის ვალდებულებას, კანონით დადგენილ ვადაში გააგზავნოს ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტები ოფისში). პოლონეთში ქორწინების პირობები:

  1. ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი;
  2. ერთდროულად შეიძლება მხოლოდ ერთი ცოლის ყოლა (მამაკაცისთვის) ან ერთი ქმრის ყოლა (ქალისთვის);
  3. პატარძალი და საქმრო უნდა იყვნენ სრულწლოვნები, ანუ 18 წელზე მეტი ასაკის (გამონაკლის შემთხვევაში, სასამართლოს თანხმობით, ქორწინებაში შეიძლება შევიდეს 16 წლის ასაკის ქალი);
  4. პატარძალი და საქმრო არ შეიძლება იმყოფებოდნენ სხვა ქორწინებაში. პატარძალი და საქმრო არ შეიძლება იყვნენ ნათესავები პირდაპირი ხაზით, ისინი არ უნდა იყვნენ დედმამიშვილები ან ნაშვილები.
  5. პატარძალს და საქმროს არ შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკურ დაავადება ან გონებრივი ჩამორჩენა ან იყვნენ სრულიად ქმედუუნარო.

სამართლებრივი საფუძვლები:
1964 წლის 25 თებერვლის ოჯახის და მეურვეობის კოდექსის მუხ. 1-22 (კონსოლიდირებული ტექსტი, 2019 წ. საკ.მაც. პუნქ. 2086, შემდგ. ცვლ.) 

განქორწინება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს სამართლებრივ საქმისწარმოებას (უნდა აკმაყოფილებდეს განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს). ქორწინებასთან დაკავშირებული ფორმალობები უნდა შესრულდეს ქორწილის დაგეგმილ თარიღამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. აუცილებელი საბუთები:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  2. საბაჟო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – გადახდა შესაძლებელია ოფისის სალაროში ან ოფისის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვით,
  3. სასამართლო ნებართვა დაქორწინებისთვის (16 წელზე მეტი ასაკის ქალების და სრულიად ქმედუუნარო პირების შემთხვევაში)
  4. სასამართლოს ნებართვა წარმომადგენლის მიერ ქორწინების გაფორმებაზე მინდობილობასთან ერთად, თუ პატარძალს და საქმროს სურს გამოიყენოს წარმომადგენლის დახმარება
  5. პოლონეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ პოლონეთის სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერები, უნდა წარმოადგინონ
  • უცხოური დაბადების მოწმობა, 
  • წარსულში ქორწინების შემთხვავაში, უცხოური ქორწინების მოწმობა, ქორწინების შეწყვეტის ან ბათილობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ან ქორწინების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

უცხოელი – წარმოადგენს დამატებით დოკუმენტებს: 

  1. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მას შეუძლია დაქორწინება იმ ქვეყანაში მოქმედი კანონის შესაბამისად, საიდანაც არის (დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამ პირს შეუძლია დაქორწინება). თუ ასეთი დოკუმენტის მოპოვება უკიდურესად რთულია, ანუ არსებობს დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც რთულია (მაგალითად, ომი წარმოშობის ქვეყანაში), სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს ასეთი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან – ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, შეუძლია თუ არა ამ პირს დაქორწინება. ასეთ სიტუაციაში, თან უნდა იქონიონ გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქემ განცხადება უნდა წარადგინოს უფლებამოსილ სასამართლოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
  2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი ვერ შეძლებს დაადგინოს მონაცემები, რომლებიც მან უნდა შეიტანოს ქორწინების მოწმობაში (პირის მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის დადგენა), მას შეუძლია სთხოვოს პირს (უცხოელს) წარადგინოს:
  • დაბადების მოწმობის ასლი,
  • ხოლო თუ პირი ადრე დაქორწინებული იყო:
    • ქორწინების მოწმობის ასლი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია, რომ პირი აღარ იმყოფება ამ ქორწინებაში (ანუ ანოტაცია ქორწინების შეწყვეტის, გაუქმების ან არარსებობის შესახებ) ან
    • ქორწინების მოწმობის ასლი, ქორწინების შეწყვეტის ან ბათილობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ან ქორწინების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
  • უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი პოლონურ ენაზე ნათარგმნი უნდა იყოს ნაფიცი თარჯიმნის ან პოლონეთის კონსულის მიერ,
  • თუ პატარძალი ან საქმრო ვერ ახერხებს კომუნიკაციას სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსთან, მაგალითად, არ საუბრობს პოლონურად – უნდა წარმოადგინონ თარჯიმანი. ეს არის წყვილის მოვალეობა და არა ოფისის.

თუ პატარძალს ან საქმროს აქვთ უცხოური დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ქორწინებისთვის (მაგ. სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტები, მოწმობები, სასამართლო დოკუმენტები), მათ უნდა წარმოადგინონ ისინი პოლონურ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად. ეს შეიძლება მოითხოვდეს დოკუმენტის ან აპოსტილის პუნქტის დაკანონებას (დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ მოცემულია უცხოური ოფიციალური დოკუმენტების ავთენტიფიკაციის დანართში) 

 სამართლებრივი საფუძვლები:
1964 წლის 25 თებერვლისოჯახისა და მეურვეობის კოდექსი (კონსოლიდირებული ტექსტი, 2019 წ. საკ.მაც. პუნქ. 2086, შემდგ. ცვლ.)
2014 წლის 28 ნოემბრის კანონი სამოქალაქო სტატუსის შესახებ (კონსოლიდირებული ტექსტი 2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1378, 1615)

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top