ფიზიკური პირის გადასახადი (PIT)

პოლონეთში მცხოვრები პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) პოლონეთში იხდის გადასახადებს მიღებულ ნებისმიერ მოგებაზე (შემოსავლებზე), მიუხედავად მათი მიღების ადგილისა.

კანონით, პოლონეთში მცხოვრებ პირად ითვლება ის პირი, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მინიმუმ ერთ ერთს:

  • გააჩნია პირადი ან ეკონომიკური ინტერესების ცენტრი (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი) პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ან
  • საგადასახადო წლის განმავლობაში 183 დღეზე მეტი ხნით იმყოფება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

თუ ფიზიკურ პირს არა აქვს საცხოვრებელი ადგილი პოლონეთში, ის იხდის გადასახადებს პოლონეთში მხოლოდ პოლონეთში მიღებულ მოგებაზე (შემოსავლებზე).

საგადასახადო ვალდებულების ზემოაღნიშნული წესები შეიძლება შეიცვალოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებით, რომლის მხარეა პოლონეთის რესპუბლიკა.

სამართლებრივი საფუძვლები:
1991 წლის 26 ივლისის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის კანონი მუხ. 3 ასევე მუხ. 4ა (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 226, 232, 854, 858, 859, 863, 1572,1585, 1593, 1615, 1635).

ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების აქტუალური ჩამონათვალი.

პოლონეთში საგადასახადო სისტემა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის გადასახადებს. ძირითადი პირდაპირი გადასახადები არის საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ძირითადი არაპირდაპირი გადასახადი არის დღგ.

დებულებები ცალ ცალკე არეგულირებს ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადს (PIT) და იურიდიული პირის საშემოსავლო გადასახადს (CIT)

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია მის შემოსავალზე მოცემულ კალენდარულ წელს. მოქმედი საგადასახადო სკალა ითვალისწინებს ორ საგადასახადო ზღვარს:

  1. 12% გამოკლებული გადასახადის შემცირების თანხა (3600 ზლოტი), საგადასახადო აღრიცხვისთვის, რომელიც არ აღემატება 120 000 ზლოტს კალენდარულ წელიწადში და
  2. 10 800 ზლოტი + საგადასახადო აღრიცხვის გადაჭარბებული თანხის 32% 120 000 ზლოტზე ზემოთ

სამართლებრივი საფუძვლები:
1991 წლის 26 ივლისის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის კანონი მუხ. 27 (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 226, 232, 854, 858, 859, 863, 1572,1585, 1593, 1615, 1635).

გადასახადისგან თავისუფალი თანხა არის 30 000 ზლოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანხაზე ნაკლები ან მისი ტოლი შემოსავლის მქონე პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან. კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათებს (მაგ. ონლაინ შეღავათები, ოჯახური შეღავათები – იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები).

ასევე გადასახადისგან თავისუფლდება 26 წლამდე ახალგაზრდების შემოსავალი, დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობებიდან და სამანდატო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირადად შესრულებული საქმიანობიდან,

სამართლებრივი საფუძვლები:
1991 წლის 26 ივლისის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის კანონი (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 226, 232, 854, 858, 859, 863, 1572,1585, 1593, 1615, 1635).

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top