უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის გამოყენება

პოლონეთში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საზღვარგარეთ გაცემული მართვის მოწმობის გამოყენების შესაძლებლობა ძირითადად დამოკიდებულია საბუთის გაცემის ქვეყანაზე. ზოგიერთი დოკუმენტი პოლონეთში აღიარებულია გადაცვლის საჭიროების გარეშე, ზოგი ექვემდებარება ამ ვალდებულებას.

პოლონეთში გადაცვლას არ საჭიროებს შემდეგი მართვის მოწმობები:

  • გაცემული შვეიცარიის ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (EFTA) წევრ სახელმწიფოებში – ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების მხარის – მოცემული მართვის მოწმობის მოქმედების პერიოდში,
  • ეროვნული მართვის მოწმობა, რომელიც მითითებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში, რომლის მხარე არის პოლონეთის რესპუბლიკა,
  • მართვის მოწმობა გაცემული დიდ ბრიტანეთში 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

პოლონეთში დროებითი ან მუდმივი ცხოვრების პირველი 6 თვის განმავლობაში მოქმედებს:

  • საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომელიც მითითებულია 1949 წლის 19 სექტემბერს ჟენევაში ხელმოწერილ საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციაში (1959 წ. საკ.მაც. პუნქ. 321, 322 და 324),
  • ეროვნული ან საერთაშორისო მართვის მოწმობა, რომელიც მითითებულია 1968 წლის 8 ნოემბერს ვენაში შედგენილ საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციაში (1988 წ. საკ.მაც. პუნქ. 40, 41 და 44),
  • ცალკეული წესები ვრცელდება ჯარზე (ეროვნული და უცხოური სამხედრო ნებართვები/დოკუმენტები),

სამართლებრივი საფუძვლები:
2011 წლის 5 იანვრის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების შესახებ კანონი მუხ. 4, მუხ. 5 (ანუ 2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 622, 1123, 1234, 1312, 1560, 1872)

შენიშვნა! პოლონეთში არსებობს დებულებები, რომლის მიხედვითაც პირები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ფასიან სამგზავრო ტრანსპორტს – მაგ. ტაქსის მძღოლებს, სხვა გადამზიდავებს (როგორც თანამშრომლებს, ასევე ბიზნესის ფარგლებში მომუშავე პირებს) უნდა ჰქონდეთ პოლონეთის მართვის მოწმობა.

სამართლებრივი საფუძვლები:
საავტომობილო ტრანსპორტის კანონი მუხ. 39ა აბ. 1 პუნქ. 2 (ანუ 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 728, 731)

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top