ტრანსპორტი, კომუნიკაცია – ინვალიდობა

სარკინიგზო ტრანსპორტი

სარკინიგზო ტრანსპორტში კანონით გათვალისწინებული ფასდაკლებები ეკუთვნით შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

  • 24 ან 26 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს, საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ბანაკში,
  • დამოუკიდებელი არსებობის არმქონე პირებს (მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხის მქონე, ადრე I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები),
  • საშუალოდ და მძიმედ ბრმა ადამიანებს.

შეღავათების ცხრილი ძალაშია 2024 წლის 10 სექტემბერი მდგომარეობით.

მატარებლებში დახმარების მიღება შესაძლებელია როგორც მატარებელში ჩასვლისას, ასევე მატარებლის სადგურზე. სამწუხაროდ, ეს არ არის შესაძლებელი ყველგან, მაგრამ ამ მომსახურების სფერო ფართოვდება. როგორც წესი, დახმარების მისაღებად წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ ტრანსპორტირების კომპანიას. შენიშვნა, პოლონეთში არსებობს სხვადასხვა სარკინიგზო მატარებლები (მათ შორის PolRegio, PKP Intercity, რეგიონული გადამზიდავები და სხვა), ამიტომ განახლებული ინფორმაცია უნდა იყოს მიღებული არჩეულ ოპერატორთან, რომელიც ემსახურება მოცემულ რეის.

დახმარების გაწევის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყველაზე პოპულარული გადამზიდავების ვებგვერდებზე:

PKP Intercity
POLRegio
Koleje Mazowieckie
PKP SKM Trójmieście
Koleje Śląskie
ინფორმაცია რკინიგზის სადგურების შესახებ

ავტობუსი, ტრამვაი, ქალაქის ტრანსპორტი

საჯარო და კერძო ტრანსპორტში ფასდაკლებების მინიჭების ერთიანი წესები არ არსებობს. როგორც წესი, ტრანსპორტირება ქალაქის, რაიონის ან მთელი აგლომერაციის შიგნით ორგანიზებულია ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მმართველი ორგანოები წყვეტენ მომხმარებელთა ცალკეული ჯგუფებისთვის გადახდის პრინციპებსა და ფასდაკლებებს – ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამი ვებსაიტებზე. ანალოგიურად მოქმედებენ კერძო გადამზიდავები, რომლებიც წყვეტენ მათი მომსახურების წესებსა და პირობებს.

პარკინგი

მოქმედი რეგულაციები ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ავტოსადგომების მითითებას, რომლებიც პოლონეთში აღინიშნება ვერტიკალური ნიშნით და დამატებით შეღებილია ლურჯი ფერით, ეტლში მყოფი ადამიანის ნახატით.

სამართლებრივი სტანდარტები განსაზღვრავს ასეთი ადგილების ზომებსა და შესაბამის რაოდენობას. ასეთი ადგილის დასაკავებლად საჭიროა სპეციალური პარკინგის ბარათი, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათი სახელით მოქმედ ორგანიზაციებს, ის განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

პარკინგის ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულუფლებიანი წარმომადგენლის ვებგვერდზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ასეთი ბარათის გარეშე გაჩერება ისჯება მაღალი ჯარიმით. განკუთვნილი ავტოსადგომებით სარგებლობის გადახდა და წესები რეგულირდება ავტოსადგომების მენეჯერის მიერ. უმეტესწილად ეს ადგილები უფასოა, მაგრამ ადგილობრივად შეიძლება იყოს შეზღუდვები უფასო პარკირებაზე – მაგ. უფასო პარკირების დროის ოდენობის ფარგლებში. ზოგიერთ ადგილას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საპარკინგე ადგილი ექვემდებარება – რეგულარულ ან ფასდაკლებულ გადასახადებს. ცალკეული წესები ვრცელდება ფასიან პარკირების ზონებში (რომელიც ყველაზე ხშირად ქალაქის ცენტრებშია მითითებული). მანქანით მგზავრობამდე უნდა შემოწმდეს მოქმედი რეგულაციები დაგეგმილი გაჩერების ადგილას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პარკინგის ბარათის მქონე პირების (როგორც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ან როგორც ბარათის მფლობელის გადამყვანი პირები) შეუძლიათ არ დაემორჩილონ ზოგიერთ საგზაო ნიშანს (მათ შორის “საგზაო მოძრაობის აკრძალვას”- B1 და “პარკირების აკრძალვას” -B-35, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ნიშნებს აქვს ფირფიტა, რომელზეც დატანილია სიტყვა “ასევე მოქმედებს” და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმბოლო (T-29).

 სამართლებრივი საფუძვლები:
§ 33. 2002 წლის 13 ივლისის ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრების დებულება საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ (2019 საკ.მაც. პუნქ. 2310, 2021 საკ.მაც. პუნქ. 433, პუნქ. 2065, 2022, პუნქ. 2372).

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top