სწავლის ჩატარების პირობები

პოლონეთში სწავლის დაწყების ძირითადი პირობაა მისაღები გამოცდის (ან საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდის) ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა (შესაბამისად – მისაღები გამოცდის სერთიფიკატი ან საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდის სერთიფიკატი). უცხოელების შემთხვევაში, რომლებმაც მიიღეს საშუალო განათლება საზღვარგარეთ, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სწავლის გაგრძელების უფლებას იმ ქვეყანაში, სადაც დასრულდა საშუალო სკოლა. სწავლაზე ჩარიცხვის დამატებით პირობებს ადგენს უნივერსიტეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სწავლაზე ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს მიღების კრიტერიუმების გარეშე – რექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე.

დიპლომისშემდგომი II ან III ხარისხის სწავლის დაწყება მოითხოვს შესაბამისი დაბალი ხარისხის დიპლომის წარდგენას. თუ სწავლა დასრულდა საზღვარგარეთ, დიპლომი შეიძლება აღიარებული იყოს პოლონეთში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან შესაბამისი პროცედურის მიხედვით (იხ. ქვემოთ).

პოლონეთში სწავლის დასაწყებად აუცილებებლია პოლონეთში ლეგალური ბინადრობის უფლების და პოლონეთში სწავლის განმავლობაში სადაზღვევო პოლისის ქონა (ან განათლების მიღების დაწყებისთანავე დარეგისტრირება NFZ-ში [ჯანდაცვის ეროვნულ ფონდში]).

სამართლებრივი საფუძვლები:
2018 წლის 18 ივლისის კანონი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ (2024 საკ. მაც. პუნქ. 1571, შემდგ. ცვლ.)

დამატებითი ინფორმაცია:
მთავრობის საინფორმაციო გვერდი უცხოელებისთვის
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – მთავარი გვერდი
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო]– პროგრამები უცხოელებისთვის:
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – დიპლომების ნოსტრიფიკაცია
შესარჩევი სისტემა

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top