პოლონეთში არსებობს სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ეროვნული, სამთავრობო ცენტრალური ოფისების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება ასევე მოქმედებს ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებში (მუნიციპალიტეტი, რაიონი, სავოიევოდო). ისინი პასუხისმგებელნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ საკითხზე. ხელისუფლება თავის დავალებებს ასრულებს საჯარო ოფისების დახმარებით, რომლებიც წარმოადგენენ დამხმარე აპარატს და ხელისუფლების შტაბ ბინას. საჯარო ოფისებში დაინტერესებული პირები წარადგენენ განაცხადებსა და დოკუმენტებს და აგვარებენ თავიანთ საქმეებს. აქედან გამომდინარე, მოცემულ მიმოხილვაში აქცენტი კეთდება საჯარო ოფისებზე და არა ადმინისტრაციულ ორგანოებზე.
მოცემული პორტალის მიზანი არ არის ყველა ორგანოს და მათი რთული ორგანიზაციული სტრუქტურის წარდგენა. ქვემოთ წარმოდგენილი იქნება ის ორგანოები და სამსახურები, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს უცხოელებისთვის – პირველ რიგში ისინი, რომლებიც გასცემენ პოლონეთში ყოფნასა და მუშაობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ისინი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე (პირველ რიგში – საგანგებო სიტუაციების სამსახური, ასევე დაწესებულებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგადასახადო საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, პ/ნ PESEL ნომრის ან მართვის მოწმობის მიღებასთან).
ცალკე დანართში მოცემულია ინფორმაცია ოფიციალური საკითხების ელექტრონული ფორმით დამუშავების შესახებ.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
