საცხოვრებელი რეგისტრაცია ადასტურებს, მოცემულ ფართში ცხოვრებას. ეს არის ადმინისტრაციული საქმიანობა და არ ანიჭებს დაკავებულ ფართზე რაიმე უფლებას. საცხოვრებელი რეგისტრაციის ვალდებულება ვრცელდება პოლონეთში მცხოვრებ ყველა პირზე – როგორც პოლონეთის მოქალაქეებზე, ასევე უცხოელებზე. საცხოვრებელი რეგისტრაცია შესაძლებელია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის მუნიციპალიტეტის ოფისში ან ინტერნეტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ინტერნეტით საცხოვრებლის რეგისტრაციის შესაძლებლობა ვრცელდება მხოლოდ პოლონეთის მოქალაქეებზე და ევროკავშირისა და EFTA მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. სხვა პირებს შეუძლიათ საცხოვრებლის რეგისტრაცია ოფისში, დოკუმენტების წარდგენით, რომელიც ადასტურებს პოლონეთში ყოფნის უფლებას. კანონი მიუთითებს საცხოვრებელი რეგისტრაციის ვალდებულების შესრულების ვადებს:
- უცხოელებისთვის – ევროკავშირის ან EFTA ქვეყნების ან შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებისთვის (და მათი უშუალო ოჯახის წევრებისთვის) – საცხოვრებელი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშობა მუდმივი ან დროებითი ყოფნის დროს, რომელიც გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, და უნდა შესრულდეს საცხოვრებელ ადგილზე მისვლის დღიდან 30 დღის ვადაში;
- უცხოელებისთვის, ზემოთ ნახსენები ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის – საცხოვრებელი რეგისტრაციის ვალდებულება უნდა შესრულდეს არაუგვიანეს მუდმივ ან დროებით საცხოვრებელ ადგილზე მისვლის დღიდან 4 დღის ვადაში.
შენიშვნა! თუ ფართის მესაკუთრეს არ სურს დაადასტუროს ის ფაქტი, რომ მასში ცხოვრობს პირი, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ოფისს, სადაც მდებარეობს ქონება. მაშინ, საქმისმწარმოებელი ორგანო ჩაატარებს პროცედურას იმის დასადგენად, ნამდვილად ცხოვრობს თუ არა ეს პირი მოცემულ ფართში. თუ ეს გარემოება დადასტურდება – უფლებამოსილი ორგანო გამოიტანს სახვოვრებლის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.
სამართლებრივი საფუძვლები:
2010 წლის 24 სექტემბრის კანონი მოსახლეობის ჩანაწერების შესახებ (ანუ 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 736, 854).
დეტალური ინფორმაცია უცხოელების საცხოვრებლის რეგისტრაციის პროცედურის შესახებ, საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალთან ერთად.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
