საფოსტო და საკურიერო მომსახურება

სახელმწიფო საფოსტო ოპერატორი პოლონეთში არის Poczta Polska S.A.

Poczta Polska S.A. [პოლონეთის ფოსტა] არის ე.წ. დანიშნული ოპერატორი, რომელიც მნიშვნელოვანია სასამართლო და ადმინისტრაციული საქმისწარმოებების ვადების დასაცავად.
რაც ნიშნავს იმას, რომ ამანათის გაგზავნა ფოსტით, სასამართლოს ან ორგანოს მიერ დადგენილ ბოლო დღესაც კი, ითვლება ამ ვადის დაცვად. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს რეგისტრირებული წერილი, რადგან ამ შემთხვევაში ხდება ამანათის რეგისტრირება და გამგზავნი იღებს კორესპონდენციის გაგზავნის თარიღის დადასტურებას, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს დაამტკიცოს ვადის დაცვა.

ოფიციალური და სასამართლო წერილები ყველაზე ხშირად ადრესატებს გადაეცემათ პოლონეთის ფოსტის ფოსტალიონების მიერ საცხოვრებელ ადგილზე, სამუშაო ადგილზე ან რეგისტრირებულ ოფისში. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, ფოსტალიონი ტოვებს ე.წ. შეტყობინებას, ანუ ოფიციალურ შეტყობინებას გზავნილის შესახებ (შეტყობინების დატოვება ხდება ორჯერ, თითოეულს გააჩნია 7 დღიანი ვადა). ადრესატს შეუძლია მიიღოს ჩაუბარებელი ამანათი დადგენილ ვადაში შეტყობინებაში მითითებულ ადგილზე (ფოსტაში ან მუნიციპალურ ოფისში).
მეორედ შეტყობინებული ამანათის შესახებ მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ ის უბრუნდება გამგზავნს შენიშვნით მისი არმიღების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში, შეტყობინებული ამანათის მიღების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღება ე.წ. ჩაბარების ფიქცია, ანუ ასეთი ამანათი ითვლება ჩაბარებულად (გამონაკლისი მითითებულია დებულებებში, მაგ., სსკ. მუხ. 139 1).

სამართლებრივი საფუძვლები:
2012 წლის 23 ნოემბრის საფოსტო კანონი (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 467,1222) 

ჩაბარება:

  • ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში – 1960 წლის 14 ივნისის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხ. 39 – 49ბ  (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 775,803)
  • ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში – 2002 წლის 30 აგვისტოს ადმინისტრაციული სასამართლოების წინაშე საქმისწარმოების შესახებ კანონის მუხ. 65-81 (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 935)
  • სამოქალაქო საქმისწარმოებაში – 1964 წლის 17 ნოემბრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხ. 131-147 (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 1568)
  • სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში – 1997 წლის 6 ივნისის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხ. 128-132  (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 37, 1222, 1248)

პოლონეთის ფოსტის მომსახურების გარდა, პოლონეთში დინამიურად ვითარდება კერძო მომსახურების ბაზარი საფოსტო და საკურიერო ამანათების სექტორში.
არაერთი შიდა და უცხოური კომპანია ახორციელებს ამანათების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცალკეული ოპერატორების მომსახურება მრავალფეროვანია, და მოიცავს, მათ შორის: საცხოვრებელი ადგილიდან ამანათების შეგროვებას, გადაზიდვის პუნქტში მათ დატოვებას ან საფოსტო აპარატების გამოყენებით შეკვეთის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ან სასამართლო ამანათის გაგზავნა სხვა ოპერატორის მიერ, გარდა აღნიშნულისა (ამ შემთხვევაში პოლონეთის ფოსტის) არ გამოიწვევს მისი ვადის დაცვას გაგზავნის დღეს – ასეთ ვითარებაში ამანათის ვადის დაცვის შეფასებისთვის ამანათის ჩაბარების დღედ ჩაითვლება სასამართლოსთვის ან ორგანოსათვის მისი ჩაბარება. ათეულ წელზე მეტია, პოლონეთში ფუნქციონირებს საფოსტო აპარატები, ე.წ. ავტომატური კარადები, რომლებიც გამოიყენება ამანათების გასაგზავნად და მისაღებად.

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top