ქვემოთ აღწერილი რეგულაციები ვრცელდება შრომით ურთიერთობაზე, მაგრამ არ ვრცელდება სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებების შესრულებაზე (მაგალითად, სამანდატო ხელშეკრულება ან კონკრეტული სამუშაოს შესრულების ხელშეკრულება). შენიშვნა: სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებებში დასვენებისა და შვებულების რეგულირება შესაძლებელია მხარეთა ნების შესაბამისად, მაგრამ თუ მხარეები არ შეათანხმებენ ამ საკითხებს, მაშინ შრომის კოდექსის დებულებები არ მოქმედებს.
სამუშაოს დრო
პოლონეთში ძირითადი სამუშაო დრო არის 8 საათი დღეში და საშუალოდ 40 საათი კვირაში. დებულებები სხვადასხვა სისტემისა და სამუშაო დროის გრაფიკის საშუალებას იძლევა – დასაშვებია დღეში 12 საათი მუშაობა, ხოლო ზოგიერთ სიტუაციაში – 16 საათი (მოწყობილობების ზედამხედველობა ან სამსახურში მოლოდინის რეჟიმში ყოფნა), ან 24 საათიც კი (ადამიანების დაცვა, ქონების დაცვა, სახანძრო და საგანგებო სიტუაციების სამსახური). ასევე ნებადართულია წყვეტილი სამუშაო დროის სისტემა და დავალებაზე დაფუძნებული სამუშაო დროის სისტემა.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 129-131, მუხ. 135-150 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
ნებადართულია ზეგანაკვეთური სამუშაო. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, განისაზღვრება დამატებითი ანაზღაურება ან დამატებითი დასვენების უფლება. დებულებები ასევე არეგულირებს მუშაობას ღამით და დასვენების დღეებში.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 131, 151-15112 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელს (მაგ. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს) უფლება აქვს, მოთხოვნით, იმუშაოს არჩეულ სამუშაო დროის სისტემაში.
დებულებები ითვალისწინებს სპეციალურ რეგულაციებს გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა სამუშაო დროის შესახებ (მაგალითად: არასრულწლოვანი თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლები, ორსული ქალები).
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1421, მუხ. 148, მუხ. 2002 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირთა პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციისა და დასაქმების შესახებ კანონის მუხ. 15-16 (ანუ 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 44, 858, 863, 1089, 1572).
დასვენების პერიოდები
როგორც წესი, დასაქმებულს აქვს დღეში 11 საათიანი უწყვეტი დასვენებისა და კვირაში მინიმუმ 35 საათიანი უწყვეტი დასვენების უფლება (ზოგიერთ სიტუაციაში – მინიმუმ 24 საათი).
დასაქმებულებს აქვთ სამუშაო დროში შემავალი შესვენების უფლება, რომელთა რაოდენობა დამოკიდებულია მოცემულ დღეს სამუშაო დროზე. თუ დასაქმებული მუშაობს მინიმუმ 6 საათს მოცემულ დღეს, მას უფლება აქვს ისარგებლოს ერთი შესვენებით, რომელიც გრძელდება 15 წუთი, თუ სამუშაო დრო აღემატება 9 საათს – ეს არის ორი შესვენება თითო 15 წუთის ოდენობით, ხოლო თუ ის აღემატება 16 საათს – ეს არის სამი 15 წუთიანი შესვენება.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 6 ივნისის შრომის კოდექსის მუხ. 132-134 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
დამატებითი შესვენების (15 წუთი) უფლება ენიჭებათ საშუალო ან მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო მეძუძურ დედებს აქვთ სამუშაო დროში შემავალი ორი ნახევარსაათიანი შესვენების უფლება (ან 45 წუთი, თუ ისინი კვებავენ ერთზე მეტ ბავშვს).
სამართლებრივი საფუძვლები:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: შეზღუდული შესაძლებლობეის მქონე პირთა პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციისა და დასაქმების შესახებ კანონის მუხ. 17 (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 44, 858, 863, 1089, 1572).
მეძუძური დედები: 1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 187 ( 2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
თანამშრომლის შვებულება
ეკუთვნის თანამშრომლებს (ანუ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირებს). არსებობს შვებულებისა და სამსახურიდან განთავისუფლების სხვადასხვა ტიპი, რომელთა უმეტესობა ანაზღაურებადია და ითვლება სამუშაო სტაჟში. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი შვებულება და სამსახურიდან გათავისუფლება არის აუნაზღაურებადი და არ ითვლება სამუშაო სტაჟში.
ანაზღაურებადი წლიური შვებულების ოდენობა შეიძლება იყოს 20 დღე (10 წელზე ნაკლები სტაჟის მქონე თანამშრომლისთვის) ან 26 დღე (მინიმუმ 10 წლის განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლისთვის). შვებულების უფლება არ შეიძლება გაუქმდეს.
მუშაობის პერიოდი მოიცავს დასაქმებულის სწავლის დროს სკოლაში და საზღვარგარეთ წინა დასაქმების პერიოდებს.
თუ დასაქმებული დასაქმდა კალენდარული წლის განმავლობაში, მაშინ მას ეკუთვნის შვებულების 1/12 ყოველი სამუშაო თვის განმავლობაში.
თუ დასაქმებული მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, მაშინ მას ეკუთვნის სამუშაო დროის პროპორციული შვებულება. არასრული შვებულების დღეები მრგვალედება ერთ დღემდე.
მოცემულ წელს შვებულება უნდა გაიცეს შვებულების გეგმის შესაბამისად, ის შეიძლება გაიცეს მთლიანად ან დაიყოს (რომლის მინიმუმ ერთი ნაწილი უნდა შეადგენდეს თანამშრომლის შეუფერხებელ 14-დღიან დასვენებას).
მოცემულ კალენდარულ წელს გამოუყენებელი შვებულება, შეიძლება გამოყენებულ იქნას მომდევნო წლის სექტემბრის ბოლომდე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან ვადის გასვლის გამო შვებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაქმებული უფლებამოსილია გადაიხადოს ფულადი ექვივალენტი.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 152-1741, (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
შვებულება მოთხოვნისამებრ
დასაქმებულის შვებულების ნაწილი, კალენდარული წლის განმავლობაში 4 დღე, შეიძლება გაიცეს დასაქმებულის მოთხოვნით, რომლის მოთხოვნაც ხდება არაუგვიანეს შვებულების დაწყების დღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს არ მოუწევს დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება მოცემული შვებულების შესახებ, მას შეუძლია გამოიყენოს ის, მაგალითად, გაუთვალისწინებელი საჭიროების შემთხვევაში.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1672 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
დამატებითი შვებულება
ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებში, როგორიცაა საკუთარი ქორწილი, ბავშვის დაბადება ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შვებულების დამატებითი დღეებით. ასეთი შვებულების წარმოშობის გარემოებები უნდა იყოს დოკუმენტირებული. შრომის კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს სხვა გათავისუფლებას სამსახურიდან (მაგ. სისხლის დონაციის შემთხვევაში, სავალდებულო წარდგენა სასამართლოს ან საჯარო ორგანოს წინაშე).
დეტალური რეგულაციები მოცემულია შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის დებულებაში, სამსახურში არყოფნის გამართლებისა და თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ (2014 საკ.მაც. პუნქ. 1632).
სასწავლო შვებულება
თუ დასაქმებული პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ახდენს დამსაქმებლის ინიციატივით ან თანხმობით, მას უფლება აქვს ამ მიზნით მიიღოს სასწავლო შვებულება შრომის კოდექსში განსაზღვრული ოდენობით.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1031-1032 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
შვებულება ანაზღაურების გარეშე
დასაქმებულის წერილობითი მოთხოვნით დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულს მიანიჭოს შვებულება ანაზღაურების გარეშე. ასეთი შვებულება არ ითვლება სტაჟში.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 174 და 1741, (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
მოვლის შვებულება
გაიცამა წელიწადში 5 დღის ოდენობით, ოჯახის წევრის ან იმავე ოჯახის მაცხოვრებლის პირადი დახმარების გაწევის ან მხარდაჭერისთვის, რომელიც საჭიროებს მოვლას ან დახმარებას სერიოზული სამედიცინო მიზეზების გამო.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1731-1733 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული შვებულება
შრომის კოდექსის დებულებები ასევე ითვალისწინებს სპეციალურ შვებულებას მშობლებისთვის, რომელიც აღწერილია ქვემოთ.
დეკრეტული შვებულება
ის მერყეობს 20 კვირიდან (ერთი ბავშვის დაბადებისას) 37 კვირამდე (ხუთი ან მეტი ბავშვის დაბადებისას ერთდროულად). ის გაიცემა სრულ კვირებში. დედამ უნდა გამოიყენოს მინიმუმ 14 კვირა (აქედან მაქსიმუმ 6 კვირა მშობიარობის მოსალოდნელ თარიღამდე), ხოლო დანარჩენი შეიძლება გამოიყენოს მამამ.
განსაკუთრებულ შემთხვევებში – მაგ. ავადმყოფობა, ბავშვის დედის გარდაცვალება, დედის, მამის ან ბავშვის უშუალო ოჯახის სხვა წევრის მიერ ბავშვის მიტოვება – შესაძლებელია დეკრეტული შვებულების უმეტესი ნაწილის აღება.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 180 – 182 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222).
მამობის შვებულება
მამას უფლება აქვს ისარგებლოს დამატებით 2 კვირიანი მამობის შვებულებით, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს ბავშვის დაბადებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია მთლიანად ან ორ ნაწილად, თითოეული მათგანი გრძელდება ერთი კვირა.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1823 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
შვებულება მშობლებისთვის
დასაქმებულებს – მშობლებს უფლება აქვთ მიიღონ მშობლის შვებულება ჯამში 41 კვირის ან 43 კვირის განმავლობაში (დამოკიდებულია ერთი დაბადებისას დაბადებული ბავშვების რაოდენობაზე). ბავშვის მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუუნარობის შემთხვევაში, შვებულება უფრო ხანგრძლივია.
შვებულების საერთო ოდენობა შეიძლება გაიყოს მშობლებს შორის, მაგრამ თითოეულ მშობელს აქვს უფლება გამოიყენოს 9 კვირიანი მშობლის შვებულება. მშობელის შვებულება გაიცემა ერთხელ ან არაუმეტეს 5 ნაწილად, არაუგვიანეს იმ კალენდარული წლის ბოლომდე, როდესაც ბავშვს შეუსრულდება 6 წელი.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 1821 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222)
ბავშვის მოვლის შვებულება
ის ეკუთვნის ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც არანაკლებ 6 თვის განმავლობაში არიან დასაქმებულები, ორივე მშობელს შეუძლია გამოიყენოს შვებულების 36 თვე (მაგრამ თითოეულ მშობელს აქვს უფლება გამოიყენოს მოცემული შვებულების 1 თვე). შვებულება გამოყენებული უნდა იყოს იმ კალენდარული წლის ბოლომდე, როდესაც ბავშვს შეუსრულდება 6 წელი.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც დადასტურებულია შრომისუუნარობის ცნობით ან შრომისუუნარობის ხარისხით, თუ ბავშვი საჭიროებს თანამშრომლის პირად მზრუნველობას, შეიძლება გაიცეს დამატებითი მშობლის შვებულება 36 თვემდე (მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკამდე).
ბავშვის მოვლის შვებულება არის უფასო.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსი მუხ. 186 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222).
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
