საზღვარგარეთ მიღებული ზოგიერთი გამოსაშვები დიპლომი და პროფესიული ან სამეცნიერო წოდება პოლონეთში აღიარებული არის კანონით და უფლებას იძლევა განათლების გაგრძელებაზე ან სამუშაოზე, ისევე, როგორც პოლონეთის უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები, სხვა დიპლომები შეიძლება ჩაითვალოს:
- როგორც პოლონური დიპლომის და პროფესიული/სამეცნიერო წოდების შესაბამისი, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს მის შესაბამისობას,
- ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – ნოსტრიფიკაციის პროცედურის საშუალებით.
პირს, რომლის დიპლომი აღიარებულია პოლონური დიპლომის და წოდების ძალის მქონედ, შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი პოლონური წოდება.
განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ. ლტოლვილების შემთხვევაში), საზღვარგარეთ გარკვეულ დონეზე სწავლის დასრულება შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი პროცედურით იმ შემთხვევაშიც კი, თუ განმცხადებელს არ გააჩნია დიპლომი.
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს] ვებსაიტზე ამოქმედდა სპეციალური კლასიფიკატორი, რომელიც საშუალებას იძლევა უცხოური დიპლომების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე და სხვადასხვა დიპლომისა და ხარისხის აღიარების პროცედურის შემოწმებაზე (ბმული მდებარეობს გვერდის ბოლოში).
სამართლებრივი საფუძვლები:
2018 წლის 18 ივლისის კანონი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ (2024 საკ. მაც. პუნქ. 1571, შემდგ. ცვლ.)
დამატებითი ინფორმაცია:
მთავრობის საინფორმაციო გვერდი უცხოელებისთვის
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – მთავარი გვერდი
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო]– პროგრამები უცხოელებისთვის:
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – დიპლომების ნოსტრიფიკაცია
შესარჩევი სისტემა
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
