სარკინიგზო ტრანსპორტი
სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის წარმართვა საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას. ამჟამად, ბევრი სატრანსპორტო კომპანია არის უფლებამოსილი განახორციელოს ასეთი საქმიანობა, რომელთაგან ზოგი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგი კი მხოლოდ ადგილობრივად, მაგ. სავოიევოდოს ფარგლებში. თითოეულ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია საკუთარი ბილეთების გაყიდვის პოლიტიკა (ზოგჯერ ცალკეული სალაროებიც კი). აქედან გამომდინარე, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ერთსა და იმავე მარშრუტზე ოპერირებს რამდენიმე სატრანსპორტო კომპანია – შესაბამისად, მოცემული მარშრუტისთვის შეძენილი ბილეთი შეიძლება არ იქნას მიღებული სხვა სატრანსპორტო კომპანიის მიერ (მაგ. მგზავრის დაგვიანების შემთხვევაში). ასევე ბილეთის შეძენა შესაძლებელია მატარებელში კონდუქტორისგან, მაგრამ, როგორც წესი, საფასური უფრო მაღალია, ვიდრე სალაროში (გარდა ამისა, ბილეთის არ ქონის გამო ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, ბილეთი შეძენილი უნდა იყოს მატარებელში შესვლისთანავე და არა კონტროლის დროს). მატარებლებში მოქმედებს კანონით გათვალისწინებული ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც შემოღებულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში არსებობს ინტეგრირებული ბილეთები სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ავტობუსები, ტრამვაი, ტროლეიბუსები
საზოგადოებრივ ტრანსპორტს მრავალი სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. ქალაქებსა და დიდ აგლომერაციებში ყველაზე ხშირად ფუნქციონირებენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაარსებული კომპანიები. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის რეგულაციები, ბილეთების ფასები და ფასდაკლებების გაცემის წესები განისაზღვრება ადგილობრივად. პოპულარული ხდება გადახდის თანამედროვე მეთოდები – აპლიკაციების, ტელეფონის, ბილეთის აპარატების გამოყენებით, რომლებიც ზოგჯერ სატრანსპორტო საშუალებებშიც კი არის დამონტაჟებული. ბილეთის ფლობა კონტროლდება და ჯარიმები მისი არარსებობის გამო – ასევე განისაზღვრება ადგილობრივი კანონმდებლობით. ზოგიერთ ქალაქში ასევე არის უფასო ავტობუსები. ტრანსპორტირების დეტალური წესები, მიმდინარე ფასების ჩამონათვალი და განრიგი ყოველთვის უნდა შემოწმდეს მოცემული ქალაქის ან აგლომერაციის სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტზე. ინტერნეტში ასევე არსებობს დაკავშირების საძიებო სისტემები, რომლებიც საშუალებას იძლევა მითითებული მისამართებისთვის ან შენობებისთვის მოსახერხებელი მიმართულებების მოძიებას, გამგზავრების დროებთან ერთად.
საქალაქთაშორისო ავტობუსები
პოლონეთში საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირება ხორციელდება სხვადასხვა საჯარო და კერძო ფირმების მიერ. დაკავშირების წვდომა უფრო დაბალია სოფლებსა და პატარა ქალაქებში.
საავტომობილო გზები
საავტომობილო გზებისა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ქსელი პოლონეთში მუდმივად იზრდება. ზოგიერთ მონაკვეთზე მოგზაურობა არის ფასიანი. პოლონეთში არ არსებობს ვინირების, სტიკერების ან პერიოდული გადასახადების სისტემა, მაგრამ თითოეული მგზავრობა ისეთ გზებზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია გადასახადის სისტემა ექვემდებარება გადახდას.
ავტოსადგომები და ფასიანი პარკირების ზონები
ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, პარკირების საფასურის გადახდის და ფასიანი პარკირების ზონების საზღვრების განსაზღვრის წესები ეკუთვნით ადგილობრივ თვითმმართველობებს. პარკირების ადგილები უფრო ხშირად ექვემდებარება გადასახადებს, თუმცა ფასების ჩამონათვალი და გადახდის წესები განსხვავდება ქალაქების მიხედვით (ზოგჯერ ერთ ქალაქში არის რამდენიმე ზონა განსხვავებული გადასახადებით, ზოგიერთ ადგილას საფასური ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ დღეებსა და საათებში, ასევე, შემოღებულია უფრო ხელსაყრელი სააბონენტო გადასახადები). ქალაქები ინვესტიციებს ახორციელებენ პარკირების საფასურის შეგროვებისა და გადახდის კონტროლის თანამედროვე სისტემებში. გადასახადების გამოთვლისა და კონტროლის დეტალური წესები უნდა შემოწმდეს თითოეული ქალაქისთვის, სადაც მანქანით მივდივართ.
სამართლებრივი საფუძვლები:
ადგილობრივი თვითმმართველობები ასევე პასუხისმგებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ პარკინგის ადგილების გამოყენების წესების დაწესებაზე. ლურჯი პარკირების ბარათის მფლობელებს (გაცემული ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის) შეუძლიათ პარკირება სპეციალურად მონიშნულ ადგილებში, რომლებიც, როგორც წესი, ოფისებისა და საზოგადოებრივი ობიექტების შესასვლელთან მდებარეობს. მნიშვნელოვანია, რომ კანონი არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ავტოსადგომებით უფასო სარგებლობის ზოგად პრინციპს. ამ მხრივ გადაწყვეტილება ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას. როგორც წესი, პარკირება უფასოა მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში, მაგრამ ზოგიერთ ქალაქში უფასო პარკირება შეზღუდულია დროში (მაგ., დჟიერჟონიუვში – უფასო პარკირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ ადგილას შესაძლებელია, მხოლოდ პირველი ორი საათის განმავლობაში). რამდენიმე ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარკირება უფასოა მთელ ფასიან პარკირების ზონაში (მაგ., გლივიცეში), ზოგიერთ ქალაქში გაიცემა სპეციალური ქალაქის იდენტიფიკატორი, რომელიც უფასო პარკირების უფლებას იძლევა (მაგ. ვარშავა, გდანსკი). დეტალური წესები უნდა შემოწმდეს თითოეული ქალაქისთვის, სადაც მანქანით მივდივართ.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
