რეპატრიაციის ეროვნული ვიზა

რეპატრიანტი არის პირი, რომელიც ჩამოვიდა პოლონეთში რეპატრიაციის მიზნით გაცემული ეროვნული ვიზის საფუძველზე, პოლონეთში მუდმივად დასახლების მიზნით.

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის კანონი რეპატრიაციის შესახებ, ანუ 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.

სამართლებრივი საფუძვლები:

რეპატრიაციის ვიზის მიღების პირობები (უნდა დაკმაყოფილდეს ერთობლივად):

  1. მუდმივი საცხოვრებელი სომხეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, ყაზახეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, თურქმენეთის, უზბეკეთის ან რუსეთის ფედერაციის აზიური ნაწილის ტერიტორიაზე კანონის ძალაში შესვლამდე (ანუ 2001 წლის 1 იანვრამდე)
  2. პოლონური წარმოშობა

პოლონური წარმოშობის პიროვნებად აღიარება მოითხოვს ორი პირობის შესრულებას (ჯამში):

  • პიროვნების მინიმუმ ერთი მშობელი ან ბებია, ბაბუა ან ორი დიდი ბაბუა იყო პოლონეთის მოქალაქე
  • პოლონეთთან კავშირის დემონსტრირება

პოლონური წარმოშობა უნდა დადასტურდეს პოლონეთის სახელმწიფო ან საეკლესიო ორგანოების, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ორგანოების მიერ, განმცხადებლის ან მისი მშობლების, ბებია-ბაბუების, დიდი ბებია-ბაბუების შესახებ გაცემული დოკუმენტების წარმოდგენით. ეს შეიძლება იყოს, მაგ.

  • პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები,
  • სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერები ან მათი ასლები,
  • ნათლობის ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს კავშირს პოლონეთთან;
  • პოლონეთის არმიაში სამსახურის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შეიცავს პოლონეთის მოქალაქეობის შესახებ ჩანაწერს;
  • დეპორტაციის ან პატიმრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შეიცავს პოლონეთის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას;

რეპატრიაციის მიზნით ეროვნული ვიზა ასევე შეიძლება გაიცეს იმ პირის მეუღლეზე და შთამომავლებზე, რომელიც აკმაყოფილებს რეპატრიაციის პირობებს (მეოთხე ხარისხამდე), ასევე ამ შთამომავლების მეუღლეებზე, თუ ეს პირები აპირებენ რეპატრიანტთან ერთად პოლონეთში ჩამოსვლას.

რეპატრიანტის მშობლის უფლებამოსილების ქვეშ მყოფ არასრულწლოვანზე რეპატრიაციის ეროვნული ვიზის გაცემა მოითხოვს მეორე მშობლის თანხმობას.

თუ არასრულწლოვანი 16 წელზე მეტი ასაკისაა, ვიზის გასაცემად საჭიროა მისი თანხმობაც.

თუ მეორე მშობელი არ ეთანხმება ბავშვის მიერ პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვებას (რაც არის რეპატრიაციის მიზნით გაცემული ეროვნული ვიზის საფუძველზე საზღვრის გადაკვეთის შედეგი), და ამავე დროს ბავშვი რჩება იმ პირის მშობლის უფლებამოსილების ქვეშ, რომელსაც სურს გამოიყენოს რეპატრიაციის პროცედურა, შესაძლებელია ასეთი ბავშვისთვის პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება (შესაბამისი განაცხადი თან ერთვის რეპატრიაციის ეროვნული ვიზის განაცხადს). მუდმივი ბინადრობის ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს რეპატრიანტის მეუღლეზე, რომელიც აპირებს რეპატრიანტთან ერთად პოლონეთში დასახლებას და ამავე დროს – არ სურს განაცხადის შეტანა რეპატრიაციის ვიზაზე, რომელიც თან ახლავს საზღვრის გადაკვეთის დროს პოლონეთის მოქალაქეობის მიღებას. მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილი ორგანოა ოფისის უფროსი უცხოელებისთვის. ბინადრობის მოწმობა გაიცემა ან გადაცვლა შესაბამისი ვოიევოდას მიერ უცხოელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის კანონი რეპატრიაციის შესახებ, ანუ 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
ბინადრობის ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის ფარგლებში: უცხოელების შესახებ 2013 წლის 12 დეკემბრის კანონის VI და VII ნაწილების დებულებები (ანუ 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 769, 1222, 1688)

რეპატრიაციის ეროვნული ვიზის მიღების ფორმალური დაბრკოლებები:

  1. რეპატრიაციის გზით შეძენილი პოლონეთის მოქალაქეობის დაკარგვა ან
  2. რეპატრიაცია პოლონეთის რესპუბლიკის ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან 1944-1957 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის ან პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბელარუსის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, ლიტვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან ან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირთან დადებული რეპატრიაციის ხელშეკრულებების საფუძველზე ამ ხელშეკრულებების ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოსთვის, ან
  3. საქმიანობა პოლონეთის რესპუბლიკის ძირითადი ინტერესების საზიანოდ, პოლონეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს ან
  4. ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობა (ამჟამინდელი ან წარსული), ან
  5. დაინტერესებული პირი აღღიცხულია შენგენის საინფორმაციო სისტემაში შესვლაზე უარის თქმის მიზნით, ან
  6. ეროვნული თავდაცვის ან უსაფრთხოების მიზნით ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ან
  7. პირის მონაცემები შეყვანილია იმ უცხოელთა სიაში, რომელთა პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველია.

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონის მუხ. 10ა, ანუ 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.

რეპატრიაციის ეროვნული ვიზის მიღება

რეპატრიაციის ვიზის მიღების პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

  • რეპატრიაციის ვიზის მიღებით დაინტერესებული პირი ავსებს და წარუდგენს განაცხადს პოლონეთის რესპუბლიკის კონსულს დოკუმენტებთან ერთად (საჭიროა განაცხადის წარდგენა პირადად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონსული უარს ამბობს ამ მოთხოვნაზე – განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაც დასაბუთებულია პირის პირადი მდგომარეობით). განაცხადი იგზავნება სპეციალური ფორმით, თან უნდა დაერთოს რეპატრიაციის შესახებ კანონის მუხ. 10ბ აბ. 4 მითითებული დოკუმენტები. ფორმალური ხარვეზების შემცველი განაცხადი დაბრუნდება 30 დღის განმავლობაში ხარვეზების ამოსაფხვრელად;
  • კონსული ამოწმებს ინფორმაციას, განცხადებასა და დოკუმენტაციას (აკეთებს წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლებს), ატარებს გასაუბრებას განმცხადებელთან და გადაწყვეტს აღიაროს ან უარი თქვას განმცხადებლის პოლონური წარმოშობის პიროვნებად აღიარებაზე;
  • იმ შემთხვევაში, თუ პუნქ. 2 მოცემული გადაწყვეტილება დადებითია (განმცხადებელი ითვლება პოლონური წარმოშობის პიროვნებად), კონსული განცხადებას გადაწყვეტილებასთან ერთად უგზავნის მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია რეპატრიაციის ვიზის გაცემის ნებართვის მისაღებად. მინისტრი მოიპოვებს ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ სასაზღვრო დაცვის მეთაურისგან, პოლიციის მეთაურისგან, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსისგან და, საჭიროების შემთხვევაში, დაზვერვის სააგენტოს უფროსისგან, ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტისგან – პოლონეთის ერის ან ვოიევოდას წინააღმდეგ დანაშაულის სამართლებრივი დევნის კომისიისგან;
  • მინისტრის თანხმობის მიღების შემდეგ დოკუმენტები უბრუნდება კონსულს
  • განმცხადებელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ანგარიშსწორების პირობების ფლობას ან უზრუნველყოფას, ანუ შემოსავლისა და საცხოვრებლის წყაროების არსებობას ან რეპატრიანტებისთვის განკუთვნილ ცენტრში განთავსებას. ეს მტკიცებულება არ მოითხოვება არასრულწლოვნებისა და იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც ეკუთვნით საპენსიო უფლებები პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ანგარიშსწორების პირობების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის არანაკლებ 12 თვის ვადით საცხოვრებელ ფართზე კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არანაკლებ 12 თვის ვადით შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი ხელშეკრულების შესახებ განცხადება.

ანგარიშსწორების პირობების უზრუნველყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:

  • მთავრობის სრულუფლებიანი გადაწყვეტილება დოკუმენტი რეპატრიანტებისთვის ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭების შესახებ (გაიცემა კონსულის მიერ რეპატრიაციის ეროვნული ვიზის მიღების გადაწყვეტილების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი წლით, თუ ცენტრში ადგილი არ არის);
  • მუნიციპალიტეტის საბჭოს დადგენილება, რომელიც შეიცავს ანგარიშსწორების პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას არანაკლებ ორი წლის ვადით;

ან

  • პოლონეთის მოქალაქის, იურიდიული პირის ან იურიდიული პირის არმქონე ორგანიზაციული ერთეულის განცხადება, რომელიც შეიცავს ანგარიშსწორების პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას არანაკლებ 2 წლის ვადით. ამავდროულად, პოლონეთის მოქალაქის განცხადება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ამ პირის, წინაპრებზე, შთამომავლებზე ან და-ძმებზე.
  • ყველა პირობის შესრულების შემდეგ კონსული გასცემს ვიზას რეპატრიაციისთვის (ვიზის სტიკერი პასპორტში). ვიზა ძალაშია 12 თვის განმავლობაში. მოცემული დროის განმავლობაში უნდა მოხდეს პოლონეთში ჩამოსვლა.

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 10ბ, ანუ 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.

შენიშვნა! პირის, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი და შემოსავლის წყარო ან ადგილი ცენტრში, მაგრამ აკმაყოფილებს რეპატრიაციის სხვა პირობებს, კონსული გასცემს გადაწყვეტილებას რეპატრიაციის ეროვნული ვიზის მიღების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია გააუქმოს ეს გადაწყვეტილება რეპატრიაციის შესახებ კანონის მუხ. 11 აბ. 2 მითითებულ შემთხვევებში.

რეპატრიაციის კანდიდატი კონსულისგან იღებს ინფორმაციას საცხოვრებლისა და საარსებო წყაროების შესაძლებლობების შესახებ, რომელიც შეგროვებულია რეპატრიაციის სრულუფლებიანი მთავრობის მიერ.

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 11 ანუ 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.

ფორმალობები პოლონეთში ჩასვლისას

  1. სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერების რეგისტრაცია (დაბადება, ქორწინება), პოლონურ ენაზე თარგმნასთან ერთად, რომელიც მომზადებულია პოლონეთის რეესტრის ოფისში ნაფიცი თარჯიმნის მიერ. – ეს რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს პოლონეთში ჩასვლამდე, კონსულის მეშვეობით. რეპატრიაციის კანდიდატს, ანგარიშსწორების პირობების მფლობელობის ან უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, შეუძლია მიმართოს კონსულს პოლონეთის სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების მოსამზადებლად (კონსული განაცხადს წარუდგენს რეპატრიანტის მიერ შერჩეულ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელს დოკუმენტებთან ერთად);
  2. სავოიევოდო ოფისში პოლონეთის მოქალაქეობის მიღების დადასტურების მოპოვება (ვიზიანი პასპორტის საფუძველზე და პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის ოფისში მოპოვებული სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერების ასლების წარდგენის შემდეგ;
  3. პირადობის მოწმობის მიღება (განცხადება მუნიციპალიტეტის ან საქალაქო სამსახურში)
  4. საცხოვრებლის რეგისტრაცია (მუნიციპალიტეტის ან ქალაქის ოფისში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)
  5. პ/ნ PESEL ნომრის მინიჭება (მუნიციპალიტეტის ან ქალაქის ოფისში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)

პოლონეთის მოქალაქეობის მიღება

მოქალაქეობის მიღება ხდება საზღვრის გადაკვეთისას რეპატრიაციის მიზნით გაცემული ეროვნული ვიზის საფუძველზე.

რეპატრიანტად აღიარების შემთხვევაში, მოქალაქეობის მიღება ხდება რეპატრიანტად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის დღეს, თუ ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო.

სამართლებრივი საფუძვლები:
რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 4 და 16ც

რეპატრიანტად აღიარება

რეპატრიანტად აღიარება არის რეპატრიაციის მიზნით ეროვნული ვიზის მიღების პროცედურის მსგავსი პროცედურა, მაგრამ განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც რეპატრიანტის სტატუსის მიღების დროს ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ პოლონეთში. რეპატრიანტად აღიარების განაცხადი განიხილება პოლონეთში საცხოვრებლი ადგილის მიხედვით შესაბამის ვოიევოდას მიერ. უცხოელის რეპატრიანტად აღიარება იწვევს პოლონეთის მოქალაქეობის მიღებას რეპატრიანტად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის დღეს, თუ ეს გადაწყვეტილება გახდა საბოლოო.

რეპატრიანტად აღიარება მოითხოვს რეპატრიაციის აქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებას, ცალ-ცალკე პირთა ცალკეული კატეგორიებისთვის:

  1. რეპატრიანტების მეუღლეები (კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 16 აბ. 2ა)
  2. პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ პოლონეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, ან აქვთ მუდმივი ბინადრობის უფლება და აქვთ შემოსავლის წყარო და იურიდიული უფლება დაიკავონ საცხოვრებელი ფართები პოლონეთში (კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 16 აბ 2)
  3. პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ პოლონეთში სწავლის შესახებ გაცემული ნებართვის საფუძველზე (კანონი უცხოელების შესახებ მუხ. 144) ან ბინადრობის უფლების საფუძველზე, რომელიც მითითებულია 2016 წლის 14 ივლისის კანონში პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების და მათი ოჯახების წევრების ამ ტერიტორიაზე დარჩენის და გასვლის შესახებ მუხ.16 აბ. 1 პუნქ. 3 (2021 წ. საკ.მაც. პუნქ. 1697) – კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. მუხ.16 აბ. 1

სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემნბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 16, ანუ 7412022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top