დახმარება მგზავრობის/ფრენის და ქონების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად
თანხა: მეორე კლასის მატარებლის ბილეთის ორმაგი საფასური საზღვარგარეთ რეპატრიანტის წინა საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურიდან პოლონეთში დასახლების ადგილამდე მგზავრობისთვის, ეკუთვნის: რეპატრიანტს და მის უშუალო ოჯახის წევრებს. დახმარება არის ერთჯერადი
გადამწყვეტი ორგანო: რეპატრიაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი
გადამხდელი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი სტაროსტა
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 17 აბ. 1, 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
ფინანსური დახმარება განვითარებისა და თავის რჩენისთვის
თანხა: ეროვნულ ეკონომიკაში საშუალო ყოველთვიური მთლიანი ხელფასი, რომელიც გამოცხადებულია ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის პრეზიდენტის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ჟურნალში „Monitor Polski” [“მონიტორი პოლსკი”], დახმარების გაცემის თარიღისთვის წინა კვარტალში,
ეკუთვნის: რეპატრიანტს და რეპატრიანტის უშუალო ოჯახის ნებისმიერ წევრს.
დახმარება არის ერთჯერადი
გადამწყვეტი ორგანო: რეპატრიაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი,
გადამხდელი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი სტაროსტა
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 17 აბ. 1, პუნქ. 2 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
ფინანსური დახმარება (ერთჯერადი) პოლონეთში სწავლის ხარჯების დასაფარად
ეკუთვნის: არასრულწლოვნებს, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო სწავლებას,
თანხა: საშუალო ყოველთვიური ხელფასის ეკვივალენტი თითო ბავშვზე.
დახმარება არის ერთჯერადი
გადამწყვეტი ორგანო: რეპატრიაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი,
გადამხდელი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი სტაროსტა
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 17 აბ. 1, პუნქ. 3 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
საკონსულო დახმარება მგზავრობის ხარჯების დასაფარად
თანხა: მეორე კლასის მატარებლის ბილეთის ორმაგი საფასური საზღვარგარეთ რეპატრიანტის წინა საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურიდან პოლონეთში დასახლების ადგილამდე მგზავრობისთვის,
ეკუთვნის: რეპატრიანტს და მის უშუალო ოჯახის წევრებს, თუ პირს, რომლისთვისაც გაცემულია ეროვნული ვიზა რეპატრიაციის მიზნით, არ გააჩნია საკმარისი სახსრები პოლონეთში გამგზავრების ხარჯების დასაფარად
დახმარება არის ერთჯერადი
გადამწყვეტი და გადამხდელი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი კონსული
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 17 აბ. 1, პუნქ. 4 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
დახმარება ბინის რემონტის, ადაპტაციის ან აღჭურვილობის ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად,
ეკუთვნის: რეპატრიანტს და მის უშუალო ოჯახის წევრებს
პირობები: გაწეული ხარჯები უნდა იყოს დოკუმენტირებული
თანხა: კანონში მითითებულია 6000 ზლოტი რეპატრიანტისთვის და მისი უშუალო ოჯახის თითოეული წევრისთვის, რომელიც რეპატრიანტთან ერთად მართავს ოჯახს (შენიშვნა, ეს თანხა იცვლება ყოველწლიურად, 2024 წელს ეს არის 8789,75 ზლოტი თითოეული უფლებამოსილი პირისთვის).
გადამწყვეტი და გადამხდელი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი სტაროსტა
ვადა: დახმარების გაცემა შესაძლებელია რეპატრიაციის გზით პოლონეთის მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში.
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 17 აბ. 2, 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
ფინანსური დახმარება რეპატრიანტის საცხოვრებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
ეკუთვნის: რეპატრიანტებს, რომლებსაც, პოლონეთში ჩასვლისას, ჰქონდათ ანგარიშსწორების პირობების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი პოლონეთის მოქალაქის განცხადების სახით, რომელიც მითითებულია რეპატრიაციის შესახებ კანონის მუხ. 12 აბ 3 პუნქ.3 ან რეპატრიაციის შესახებ სრულუფლებიანი წევრის გადაწყვეტილება ცენტრში ადგილის მინიჭებასთან დაკავშირებით
თანხა: მაქსიმუმ 25 000 ზლოტი რეპატრიანტზე და მისი უშუალო ოჯახის თითოეულ წევრზე, რომელიც ოჯახს მართავს მასთან ერთად.
ბინის ან საცხოვრებელი სახლის შეძენის შემთხვევაში, საფასური შეიძლება გაიზარდოს საფასურით, რომელიც არ აღემატება ჯამში 25 000 ზლოტს რეპატრიანტისთვის და მისი უშუალო ოჯახის თითოეული წევრისთვის.
სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ქირის ან საცხოვრებლის დამატებითი გადახდის შემთხვევაში, დამატებითი გადასახადის ყოველთვიური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 300 ზლოტს თითოეული პირისთვის და არ შეიძლება აღემატებოდეს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში საცხოვრებლის ქირის/საფასურის ყოველთვიურ ოდენობას.
გამოიყენება:
- საცხოვრებელი ფართის ან საცხოვრებელი სახლის ქირის გადასახდელად ან
- საცხოვრებლისთვის საერთო საცხოვრებელში ან
- ფართის ან საცხოვრებელი სახლის შეძენის ხარჯებისთვის
ხანგრძლივობა: რეპატრიანტის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოსვლიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში (ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ჰქონდათ პოლონეთის მოქალაქის განცხადება მითითებული რეპატრიაციის შესახებ კანონის მუხ.12 აბ. 3 პუნქ. 3) ან იმ დღიდან, როდესაც რეპატრიანტის ცენტრში ყოფნის ვადა ამოიწურა, ხოლო ქირის ან სტუდენტურ სახლში განთავსების საფასურის შემთხვევაში – ხელშეკრულების/საცხოვრებლის მოქმედების ვადით.
გადამწყვეტი ორგანო: რეპატრიაციის სრულუფლებიანი წარმომადგენელი
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 17ბ, 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
რეპატრიანტების მხარდამჭერი პირი
ეკუთვნის: რეპატრიანტებს განსაკუთრებულ სიტუაციაში.
განსაკუთრებული სიტუაცია შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ხანდაზმულობის შემთხვევაში
- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
- ადაპტირების უნარ-ჩვევების ნაკლებობის გამო
- პოლონური ენის არასაკმარისად ცოდნის გამო
დამხმარე პირის ამოცანები:
- რეპატრიანტისათვის სამედიცინო დახმარების, განათლების, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სფეროში აუცილებებლი საკითხების მოგვარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- რეპატრიანტის მხარდაჭერა 1 პუნქტში მითითებული საკითხების მოგვარებაში, კერძოდ, მისი სახელით ოფიციალური წერილების შედგენაში;
- ხანდაზმული რეპატრიანტის დახმარება სამედიცინო ვიზიტების დროს.
- ურთიერთობა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან რეპატრიანტისთვის დახმარების გაწევის მიზნით საჭირო ინფორმაციის, მათ შორის რეპატრიანტის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით (რეპატრიანტის თანხმობით)
გადამწყვეტი ორგანო: კომუნის ხელმძღვანელი, მერი, ქალაქის მერი რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 20ნ-20პ
პროფესიონალური აქტივაცია
ეკუთვნის: რეპატრიანტებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა
დახმარების აღწერა: დახმარება შეიძლება მოიცავდეს დახმარების ორ ტიპს:
- რეპატრიანტის მიერ პროფესიული კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯების ნაწილის ანაზღაურება. ეს არის სწავლის საფასური და სერტიფიკატის ან საკვალიფიკაციო წოდების მოპოვების საფასური.
- რეპატრიანტის სამუშაო ადგილის შექმნაზე, რეპატრიანტის გადამზადებაზე, ანაზღაურებაზე, ჯილდოებსა და სოციალური დაზღვევის შენატანებზე დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილის ანაზღაურება
დახმარების თითოეული ფორმის თანადაფინანსება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ
გადამწყვეტი ორგანო: რეპატრიანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი სტაროსტა
ვადა: არაუმეტეს 5 წლისა რეპატრიანტის მიერ პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვებიდან.
თანხა:
- რეპატრიანტის მიერ პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურების ჯამური ოდენობა შეადგენს პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯების ნახევარს, მაგრამ არაუმეტეს სტაროსტისა და რეპატრიანტს შორის ხელშეკრულების დადების თარიღის წინა კვარტალში საშუალო ყოველთვიური ხელფასის ორჯერ მეტი ეკვივალენტისა (კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 23ა).
- კანონში მითითებული დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ჯამური ოდენობა (კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 23 აბ. 1 პუნქ. 2) არ შეიძლება აღემატებოდეს დამსაქმებელსა და სტაროსტას შორის ხარჯების ანაზღაურების მისაღებად პირველი ხელშეკრულების დადების წინა კვარტალში საშუალო თვიურ ხელფასს თორმეტჯერ. დამსაქმებელმა უნდა დააკმაყოფილოს კანონში მითითებული პირობები, რათა სტაროსტამ შეძლოს მასთან ხელშეკრულების დადება (კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 27 აბ. 2
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 23 – 27, 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
უფასო ჯანდაცვის მომსახურება
ეკუთვნის: პირებს, რომლებმაც პოლონეთის მოქალაქეობა რეპატრიაციის გზით შეიძინეს
ხანგრძლივობა: 90 დღე პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის თარიღიდან
კანონი რეპატრიაციის შესახებ მუხ. 17დ
ასევე 2004 წლის 27 აგვისტოს კანონი სახელმწიფო სახსრებიდან დაფინანსებული ჯანდაცვის მომსახურების შესახებ (2021 წ. საკ.მაც. პუნქ. 1285, შემდ. ცვლ.1).
ენის, პროფესიული და სხვა კურსები
პოლონური ენის კურსის საფასურის დაფარვა
ეკუთვნის: რეპატრიაციის ეროვნული ვიზის გაცემის კვალიფიკაციის მქონე პირებს,
გადამწყვეტი ორგანო: კონსული
პოლონურ ენის კურსი და ადაპტაცია პოლონურ საზოგადოებაში ორგანიზებული ან სოციალურ ორგანიზაციებში განათლებისა და აღზრდაზე პასუხისმგებელი მინისტრის დაკვეთით
ეკუთვნის: რეპატრიაციის ეროვნული ვიზის გაცემის კვალიფიკაციის მქონე პირებს,
გადამწყვეტი ორგანო: კონსული
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 18.
ადაპტაციისა და ინტეგრაციის გაკვეთილები, ენის კურსები, პროფესიული კურსები და კლასები რეპატრიანტებისთვის განკუთვნილ ცენტრებში პოლონეთის ისტორიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გასაცნობად
სამართლებრივი საფუძვლები:
2000 წლის 9 ნოემბრის რეპატრიაციის შესახებ კანონი მუხ. 20ბ, 2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1105.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
