რამდენიმე წელია, პოლონეთში შეიქმნა პლატფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა ოფიციალურ საკითხების ინტერნეტის საშუალებით მოგვარებაზე. ცალკეული ოფისები მართავენ საკუთარ ვებსაიტებს, ხოლო საკითხების მოგვარების წესი და საკითხების მოცულობა, რომლებიც შეიძლება მოგვარდეს ელექტრონულად, არ არის ერთგვაროვანი. ზოგიერთი ვებსაიტი რამდენიმე ენაზე მუშაობს, ზოგი კი მხოლოდ პოლონურ ენაზე. საჯარო სერვისებით ელექტრონული ფორმით სარგებლობისთვის, როგორც წესი, საჭიროა ე.წ. სანდო პროფილის ფლობა. ის გამოიყენება პირის ვინაობის დასადასტურებლად და იძლევა პოლონეთის ადმინისტრაციის ორგანოებში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერის საშუალებას. შესაძლებელია ანგარიშის შექმნა ინტერნეტში, მაგრამ აუცილებელია მისი დადასტურება სანდო პროფილის ოფისში.
სანდო პროფილის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.pz.gov.pl
უცხოელებს შეიძლება ჰქონდეთ სანდო პროფილი, თუ მათ აქვთ პოლონეთის პ/ნ PESEL ნომერი.
პ/ნ PESEL არის პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისი მიღება შესაძლებელია მუნიციპალურ ოფისში. მას ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონტაქტებში იყენებენ. პ/ნ PESEL ნომერი ასევე შეიძლება მიენიჭოს უცხოელს, რომელიც ცხოვრობს პოლონეთში. მისი მიღება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის (ან ქალაქის) ოფისში. ინფორმაცია პ/ნ PESEL ნომრის მიღების პროცედურის შესახებ გამოქვეყნდა სახელმწიფო ვებსაიტზე.
შენიშვნა! უცხოელებისთვის MOS [საკითხების დამუშავების მოდული] სერვისით სარგებლობა არ მოითხოვს პ/ნ PESEL ნომრის ან სანდო პროფილის ქონას (მაგრამ, ის საჭიროა ZUS [სოციალური დაზღვევის დაწესებულების] პლატფორმებისა და საგადასახადო სამსახურების გამოყენებისთვის).
ელექტრონული მომსახურების დანერგვა ხდება თანდათანობით, ხშირ შემთხვევაში ელექტრონულად წარდგენილი განაცხადის დასადასტურებლად საჭიროა ქაღალდის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა ან ოფისში პირადი ვიზიტი. უცხოელების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამის ოფისში პირადი ვიზიტის საჭიროება შემდეგ საკითხებში:
- ვოიევუდასთან განაცხადის გადაგზავნა პოლონეთში საცხოვრებელსა და სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებში. აუცილებელია ელექტრონულად გენერირებული განაცხადის ამობეჭდვა, ხელმოწერა, ვიზიტის დანიშვნა სავოიევოდო ოფისში და ხელმოწერილი განაცხადის პირადად წარდგენა. MOS [საკითხების დამუშავების მოდული] ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალში იგეგმება ოფისში პირადად გამოცხადების აუცილებლობის გაუქმება, მაგრამ ამჟამად ეს სავალდებულოა, რადგან ელექტრონულ სისტემაში განაცხადის წარდგენას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოაქვს.
- სანდო პროფილის შექმნის დადასტურება. სანდო პროფილი საშუალებას იძლევა ოფიციალურ პლატფორმებზე საკითხების მოგვარებაზე, ასევე პოლონეთის ოფისებში ელექტრონულად წარმოდგენილ დოკუმენტების ხელის მოწერაზე. სანდო პროფილის შექმნის შემდეგ საჭიროა მისი დადასტურება. ეს შეიძლება გაკეთდეს ქვეყნისა და საზღვარგარეთის ბევრ ოფისში (როგორც წესი, მუნიციპალურ და საქალაქო ოფისებში, საგადასახადო ოფისებში, სავოიევუდო ოფისებში, ZUS [სოციალური დაზღვევის დაწესებულებაში]და საზღვარგარეთ პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოებსა და საკონსულოებში). დამადასტურებელი პუნქტების აქტუალური ჩამონათვალი.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
