ორსული ქალები
პოლონეთის კანონმდებლობა იცავს დასაქმებული ორსული ქალების უფლებებს. ორსული ქალების უმნიშვნელოვანესი უფლებები მოიცავს:
- სამსახურიდან გათავისუფლების დაცვას (შკ მუხ. 77), როგორც წესი, დამსაქმებელს არ შეუძლია შეწყვიტოს ორსული ქალის შრომითი ხელშეკრულება დეკრეტის, მშობლის ან ბავშვის მოვლის შვებულების დასრულებამდე. მოწემული წესი არ ვრცელდება საცდელი პერიოდის ხელშეკრულებებზე, რომლებიც არ აღემატება ერთ თვეს ან ჩანაცვლების ხელშეკრულებებზე. ფიქსირებული ვადით ან ერთ თვეზე მეტი გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდება ორსულობის მესამე თვის შემდეგ, გრძელდება მშობიარობის დღემდე. შეწყვეტის აკრძალვა არ ვრცელდება, როდესაც არსებობს შრომითი ხელშეკრულების გაფრთხილების გარეშე შეწყვეტის დასაბუთებული გარემოებები დასაქმებულის ბრალეულობის გამო,
- ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო გამოკვლევებისთვის სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათი ჩატარება შეუძლებელია სამუშაო დროის ფარგლებს გარეთ (შკ მუხ. 185 § 2),
- ღამის მუშაობის და ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვას (შკ მუხ. 178 § 1),
- მუდმივი სამუშაო ადგილის გარეთ მივლინების აკრძალვას და პერიოდული სამუშაო დროის სისტემაში მუშაობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსული ქალი თანახმაა მასზე (შკ მუხ. 178. § 1)
- მზიმე, სახიფათო ან ჯანმრთელობისთვის საზიანო სამუშაოს შესრულების აკრძალვას. (შკ მუხ. 176.), შესაბამისი დებულებები განსაზღვრავს აკრძალული სამუშაოების სახეობებს (მაგალითად, 3 კგ-ზე მეტი წონის საგნების ხელით აწევა და დამუშავება, სხვადასხვა ვირუსით დაინფიცირების რისკის შემცველი სამუშაოები),
- დისტანციური სამუშაოს შესრულების ხელშეწყობას – დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს ორსული ქალის განცხადება დისტანციური სამუშაოს შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია სამუშაოს ორგანიზების ან დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს ტიპის გამო (შკ მუხ. 6719 6).
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსის აღნიშნული დებულებები (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222).
მეძუძური დედების უფლებები
- მეძუზური დედები, არ უნდა ასრულებდნენ მძიმე, სახიფათო ან ჯანმრთელობისთვის საზიანო სამუშაოებს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე ან ბავშვის ძუძუთი კვებაზე. (შკ მუხ. 176). შესაბამისი დებულებები განსაზღვრავს აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალს.
- აქვთ უფლება გამოიყენონ, ორი ნახევარსაათიანი შესვენება, რომელიც შედის სამუშაო დროში, ბავშვის ძუძუთი კვებისთვის. ისინი შეიძლება მიენიჭოს ერთობლივად, დასაქმებულის მოთხოვნით. თუ თანამშრომელი კვებავს ერთზე მეტ ბავშვს, თითოეულ შესვენება შეადგენს 45 წუთს. (შკ მუხ. 187 § 1).
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსის აღნიშნული დებულებები (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222).
დედები და მამები (ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილების)
პოლონეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს მრავალ უფლებას მშობლებისთვის – თანამშრომლებისთვის. ქვემოთ აღწერილი უფლებები ვრცელდება ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებზე, ანუ ბიოლოგიური შვილების მშობლების უფლებებზე. შრომის კოდექსის დებულებები ასევე ითვალისწინებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბავშვი იშვილეს ან მიიღეს ის ოჯახში აღმზრდელობითი აღზრდისთვის. გარდა ამისა, სერიოზულად დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს აქვთ დამატებითი უფლებები.
სამსახურში მყოფი მშობლების უმნიშვნელოვანესი უფლებები:
- დასაქმებულს, რომელიც ზრდის ბავშვს 8 წლამდე, არ შეიძლება მისი თანხმობის გარეშე დაევალოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, პერიოდული სამუშაოების შესრულებაი, ღამე მუშაობა და მუდმივი სამუშაო ადგილის გარეთ მისი მივლინება (შკ მუხ. 178 § 2),
- დისტანციური სამუშაოს შესრულების ხელშეწყობა – დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს ორსული ქალის განცხადება დისტანციური სამუშაოს შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია სამუშაოს ორგანიზების ან დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს ტიპის გამო (შკ მუხ. 6719 6),
- 14 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს უფლება აქვთ კალენდარული წლის განმავლობაში (ორივე მშობლისთვის ერთობლივად) დამატებით მიიღონ სამსახურიდან შვებულების 2 დღე (ან 16 საათი), ამასთანავე, შეინარჩუნონ შრომის ანაზღაურების უფლება (შკ მუხ. 188),
- დამატებითი შვებულება – დეკრეტი, მამობის შვებულება, მშობლის და ბავშვის მოვლის შვებულება. ისინი აღწერილია დანართში სამუშაო დრო, შესვენებები და შვებულებები,
- მოვლის სოციალური დახმარება (ვრცელდება არა მხოლოდ მშობლებზე). ინფორმაცია მოვლის სოციალური დახმარების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართში მოვლის სოციალური დახმარება.
სამართლებრივი საფუძვლები:
1974 წლის 26 ივნისის შრომის კოდექსის აღნიშნული დებულებები (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 1465, 2024 წ. პუნქ. 878, 1222).
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
