მოვლის სოციალური დახმარება

ბავშვებზე ან უახლოესი ოჯახის ავადმყოფ წევრებზე ზრუნვის აუცილებლობა დასაქმებულს აძლევს უფლებას მიიღოს ავადმყოფობის სოციალური დახმარება. ავადმყოფობის სოციალური დახმარების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს ანაზღაურების 80%.

მოვლის სოციალური დახმარება შეიძლება გავრცელდეს დასაქმებულის შვილებზე, მისი მეუღლის შვილებზე, ნაშვილებ შვილებზე, აღზრდისა და მოვლა-პატრონობის მიზნით ნაშვილებ შვილებზე ან უშუალო ოჯახის წევრზე (მეუღლე, მშობლები, შვილის მშობელი, მამინაცვალი, დედინაცვალი, მეუღლის მშობლები, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, და-ძმა). ხელმისაწვდომია მაშინ, როდესაც არ არის სხვა ოჯახის წევრი, რომლელსაც შეუძლია იზურუნოს ავადმყოფზე (არ ეხება 2 წლამდე ბავშვებს).

  1. ჯანმრთელი ბავშვისთვის 8 წლამდე, შემდეგ სიტუაციებში:
  • თუ მოულოდნელად დაიხურა დაწესებულება, რომელშიც დადის ბავშვი (ბაგა-ბაღი, საბავშვო ბაღი, სკოლა);
  • დასაქმებულის მეუღლის ან დასაქმებულის შვილის მეორე მშობლის, რომელიც მუდმივად ზრუნავს ამ ბავშვზე, მშობიარობის ან ავადმყოფობის დროს და თუ მშობიარობა ან ავადმყოფობა ხელს უშლის ამ ბავშვის მოვლაში;
  • დასაქმებულის მეუღლის ან დასაქმებულის შვილის მეორე მშობლის, რომელიც მუდმივად ზრუნავს ამ ბავშვზე, საავადმყოფოში ყოფნის დროს,ბავშვის ძიძის ავადმყოფობის დროს (იმ პირობით, თუ ძიძასთან დადებულია შესაბამისი ხელშეკრულება);
  • ინფექციური დაავადების ეჭვთან დაკავშირებით ბავშვის იზოლირების აუცილებლობის დროს;
  1. ინვალიდი ბავშვისთვის 18 წლამდე (თუ ინვალიდობის მოწმობა შეიცავს შესაბამის მითითებებს) შემდეგ სიტუაციებში:
  • დასაქმებულის მეუღლის ან დასაქმებულის შვილის მეორე მშობლის, რომელიც მუდმივად ზრუნავს ამ ბავშვზე, მშობიარობის და ავადმყოფობის დროს, დასაქმებულის მეუღლის ან დასაქმებულის შვილის მეორე მშობლის, რომელიც მუდმივად ზრუნავს ამ ბავშვზე, საავადმყოფოში ყოფნის დროს;
  • ინვალიდი ბავშვის ავადმყოფობის დროს 18 წლამდე;
  1. 14 წლამდე ბავშვის ავადმყოფობის დროს,
  2. 14 წელს გადაცილებული ბავშვის ან უშუალო ოჯახის წევრის ავადმყოფობის დროს

იგი შეადგენს მაქსიმუმ 60 დღეს კალენდარული წლის განმავლობაში და უფლებამოსილია იზრუნოს ავადმყოფ ბავშვზე 14 წლამდე. ბავშვების რაოდენობის მიუხედავად, იგი შეადგენს არაუმეტეს 60 დღეს.

თუ მოვლა ეხება 14 წელს გადაცილებულ ბავშვს ან ოჯახის სხვა წევრს (მეუღლე, მშობლები, შვილის მშობელი, მამინაცვალი, დედინაცვალი, მეუღლის მშობლები, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, და-ძმა), და ის ცხოვრობს დასაქმებულის ოჯახში. მაქსიმუმ 14 დღე წელიწადში, თუმცა, მათი გამოყენება ამცირებს 60 დღიან საციალურ დახმარებას ბავშვისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულს შეუძლია მიიღოს მოვლის სოციალურ დახმარება წელიწადში მაქსიმუმ 60 დღე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ოჯახის წევრზე ზრუნავს დასაქმებული.

სამართლებრივი საფუძვლები:
1999 წლის 25 კანოონი სოციალური დაზღვევის ფულადი შეღავათები ავადმყოფობისა და მშობიარობის შემთხვევაში მუხ. 32-35 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 2780).

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ZUS [სოციალური დაზღვევის დაწესებულების] ვებსაიტზე.

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top