პოლონეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეულ რეგულაციებს იურიდიული პირის გადასახადის სფეროში.
მოცემული გადასახადის გადამხდელები არიან არა მხოლოდ იურიდიული პირები, არამედ იურიდიული პირის არმქონე ორგანიზაციული ერთეულები, როგორიც არის მაგ. კაპიტალის კომპანიები ორგანიზაციაში, გარკვეული პარტნიორული ურთიერთობები.
დებულებები ითვალისწინებს შემდეგ CIT საგადასახადო განაკვეთებს:
- საგადასახადო აღრიცხვის 19%,
- 9% მოგების (შემოსავლების) საგადასახადო აღრიცხვას, გარდა კაპიტალური მოგებისა – იმ გადასახადის გადამხდელების შემთხვევაში, რომელთა შემოსავლები, საგადასახადო წელს, არ აღემატებოდა 2 მილიონი ევროს ეკვივალენტურ თანხას ზლოტში.
დებულებები არეგულირებს ცალკეული სუბიექტების მიერ 9%-იანი განაკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.
სამართლებრივი საფუძვლები:
1992 წლის 15 თებერვლის კანონი იურიდიული პირების საშემოსავლო გადასახადის შესახებ, 2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 2805, 2024 წ. პუნქ. 232, 854, 1222, 1572, 1585, 1593, 1685, 1717)
CIT გადასახადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.
სხვა საჯარო მოსაკრებლები
კანონი ასევე ითვალისწინებს სხვა გადასახადებსა და მოსაკრებელს. მაგალითად, გადასახადებს ექვემდებარება: ისეთი დოკუმენტების შედგენა, როგორიცაა პასპორტი ან პოლონელის ბარათი, მართვის მოწმობა, სამოქალაქო სამართლის საქმიანობა (მაგ. ავტომობილის შეძენა), მემკვიდრეობა, შემოწირულობები, უძრავი ქონება, სასამართლოს მოსაკრებელი. საფასურის ოდენობა რეგულირდება მოქმედი დებულებებით.
გარკვეულ გადასახადებს და მოსაკრებლებს იღებს მუნიციპალიტეტი/ქალაქი, რომელიც ადგენს მოქმედ განაკვეთებს (მაგ. ქონების გადასახადი, ნაგვის გატანის მოსაკრებელი, საბაზრო მოსაკრებელი, ძაღლის ყოლის გადასახადი).
სამართლებრივი საფუძვლები:
2006 წლის 16 ნოემბრის კანონი საბაჟო გადასახადის შესახებ (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 2111, 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 1222, 1757).
1991 წლის 12 იანვრის კანონი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 70, 1313, 2291, 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 1572, 1635, 1757).
2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელების შესახებ (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 769, 1222, 1688).
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
