ზოგადი ინფორმაცია სწავლის შესახებ

სწავლა პოლონეთში ტარდება საჯარო და არასაჯარო სექტორებში შემდეგი რეჟიმებით:

  • სტაციონარული (დღის სწავლება – სწავლა სამუშაო დღეებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
  • არასტაციონალური (ანუ შაბათ-კვირას).

პოლონეთში მოქმედებს ბოლონიის სისტემა – დარგების უმეტეს სფეროში სწავლა ტარდება ორ დონეზე:

  • I ხარისხის სწავლება – ბაკალავრიატი (ჩვეულებრივ 3 ან 4 წელი)
  • II ხარისხის სწავლება – სამაგისტრო (ჩვეულებრივ 2 წელი)

სწავლა და ხარისხის მიღება მთავრდება ბაკალავრის ან ინჟინრის პროფესიული წოდების მოპოვებით (რაც შეესაბამება “ბაკალავრის” ხარისხს), ხოლო II ხარისხის სწავლება მთავრდება მაგისტრის წოდების მოპოვებით (შეესაბამება “მაგისტრის” ხარისხს).

ზოგიერთ სფეროში (როგორიცაა სამართალი, ფსიქოლოგია, მედიცინა ან ფარმაცეფტიკა), სწავლა ტარდება როგორც ერთიანი მაგისტრის ხარისხი (გრძელდება 5 ან 6 წელი).

სწავლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია სპეციალიზებული ცოდნის მიღება, როგორც სპეციალიზებული განათლების ან უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული განათლების სხვა ფორმების სამაგისტრო სწავლების ნაწილი. პროფესიული მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ შესაძლებებლია სწავლის გაგრძელება III ხარისხის სწავლებაში, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას.

სასწავლო წელი იწყება 1 ოქტომბერს და იყოფა ორ სემესტრად. გაკვეთილები ზაფხულის სემესტრში, როგორც წესი, სრულდება ივნისში. ყოველ სასწავლო წელს ინიშნება სადღესასწაულო და უქმე დღეები. ყოველი სემესტრი მთავრდება საგამოცდო სესიით (როგორც წესი, სემესტრის ბოლო ორი ან სამი კვირა). გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ გამოსასწორებელი გამოცდა, რომელიც ტარდება გამოსასწორებელ სესიაზე. ზაფხულის სემესტრის გამოსასწორებელი სესია, როგორც წესი, ტარდება სექტემბერში, მომავალი სასწავლო წლის დასაწყისამდე. სასწავლო წლის დეტალური ორგანიზება ეკისრება საუნივერსიტეტო ორგანოებს. უნივერსიტეტის შიდა აქტებით რეგულირდება სწავლის, ჩათვლების მიღების წესი, შეფასების სისტემა, სტუდენტთა უფლებები და მოვალეობები. სტუდენტთა გადმოსახედიდან, ყველაზე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის დებულება და სასწავლო რეგულაციები.

შენიშვნა! ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში, ინფორმაცია უნდა მოიძიოს საქმის გადაწყვეტის კომპეტენტურ სუბიექტთან ან გამოყენებული უნდა იყოს პროფესიული იურიდიული რჩევა.

სამართლებრივი საფუძვლები:
2018 წლის 18 ივლისის კანონი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ (2024 საკ. მაც. პუნქ. 1571, შემდგ. ცვლ.)

დამატებითი ინფორმაცია:
მთავრობის საინფორმაციო გვერდი უცხოელებისთვის
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – მთავარი გვერდი
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო]– პროგრამები უცხოელებისთვის:
NAWA [აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტო] – დიპლომების ნოსტრიფიკაცია
შესარჩევი სისტემა

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top