შესაბამისი ვოიევოდა არის ძირითადი ორგანო, რომელიც განიხილავს პოლონეთში უცხოელების ლეგალურ ბინადრობასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
იგი ახორციელებს დავალებებს, რომლებიც უკავშირდება უცხოელების მომსახურებას სავოიევოდოს დონეზე. პოლონეთის 16 სავოიევოდო ოფისში არის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მოცემულ ტერიტორიაზე უცხოელების ყოფნასა და მუშაობასთან დაკავშირებულ ფორმალობებზე (ყველაზე ხშირად ტერმინი “უცხოელები” ჩნდება ასეთი დეპარტამენტის სახელზე, მაგ. კრაკოვში ეს არის უცხოელ საქმეთა დეპარტამენტი, ხოლო კატოვიცეში მოქალაქეთა და უცხოელთა საქმეთა დეპარტამენტი).
სავოიევოდოს ოფისში შესაძლებელია შემდეგი საკითხების მოგვარება:
- ეროვნული ვიზის ან შენგენის ვიზის გახანგრძლივება,
- ბინადრობის ნებართვის (მუდმივი ან დროებითი) და ბინადრობის მოწმობის მიღება,
- პოლონელის ბარათის მიღება,
- მოსაწვევ რეესტრში მოწვევის დარეგისტრირება,
- მუშაობის ნებართვის მიღება.
პოლონეთის ყველა სავოიევოდოს ოფისების შესაბამისი განყოფილებების სია, საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, გამოქვეყნდა უცხოელებისთვის განკუთვნილ ვებსაიტზე (დანართი სავოიევოდო ოფისები).
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
