რამდენიმე წელია, პოლონეთში მოქმედებს კანონი, რომელიც ზღუდავს ვაჭრობას კვირაობით და უქმე დღეებში, ანუ:
- 1 იანვარი – ახალი წელი,
- 6 იანვარი – სამი მეფის დღესასწაული,
- აღდგომის პირველი დღე,
- აღდგომის მეორე დღე,
- 1 მაისი – ეროვნული დღე,
- 3 მაისი – სამი მაისის ეროვნული დღე,
- სულთმოფენობის პირველი დღე,
- ქრისტეს სხეულის დღე,
- 15 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე,
- 1 ნოემბერი – ყველა წმინდანის დღე,
- 11 ნოემბერი – დამოუკიდებლობის ეროვნული დღე,
- 25 დეკემბერი – შობის პირველი დღე,
- 26 დეკემბერი – შობის მეორე დღე,
- 24 დეკემბერი
- შაბათი უშუალოდ აღდგომის პირველი დღის წინ
ვაჭრობის შეზღუდვა ნიშნავს, რომ კვირაობით და ჩამოთვლილ დღეებში დაუშვებელია კომერციული საქმიანობის განხორციელება, გარდა კანონში ჩამოთვლილი ობიექტების საქმიანობისა (მათ შორის ავტოგასამართი სადგურების, აფთიაქების, საცხობების, ფოსტების, სანაყინეების, სუვენირების მაღაზიების).
სხვა ვაჭრობის აკრძალვა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი კანონის მუხ. 6-ში არ ვრცელდება მეწარმის მიერ ფიზიკური პირის მიერ პირადად განხორციელებულ ვაჭრობაზე. (რომელსაც არ შეუძლია კვირაობით ამუშაოს დასაქმებულთა ან სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებების საფუძველზე მომუშავე პირები). კანონით დადგენილი აკრძალვების დარღვევა ისჯება ჯარიმით.
ამავდროულად, კანონში მითითებულია წლის რამდენიმე კვირა დღე, როდესაც ვაჭრობა შეზღუდული არ არის (მასზე გავლენას არ ახდენს კანონში მითითებული აკრძალვები).
სამართლებრივი საფუძვლები:
2018 წლის 10 იანვრის კანონი ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ კვირაობით და უქმე დღეებშია ასევე გარკვეულ სხვა დღეებში (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 449)
1951 წლის 18 იანვრის კანონი დასვენების დღეების შესახებ, 2020 წ. საკ.მაც. პუნქ. 1920.
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
