დღესასწაულები და უქმე დღეები

სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაულები

პოლონეთში არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც ეხება ყველა სახელმწიფო და ეროვნულ დღესასწაულს. თითოეული დღესასწაული დგინდება ცალკეული კანონით. შენიშვნა! ყველა სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაული არ არის არასამუშაო დღე. ამ მხრივ, მოქმედებს 1951 წლის 18 იანვრის კანონი არასამუშაო დღეების შესახებ, ანუ 2020 წ. საკ.მაც. პუნქ. 1920), რომელიც შეიცავს უქმე დღეების ჩამონათვალს (იგი მოიცავს რამდენიმე სახელმწიფო და ეროვნულ დღესასწაულს, ასევე დღესასწაულებს, რომლებიც განისაზღვრება დომინანტური რელიგიის (ლათინურ – დასავლური კათოლიციზმის) საეკლესიო კალენდრის შესაბამისად.

ეროვნული დღესასწაულების (და პოლონეთის რესპუბლიკის დროშის დღის) აღნიშვნისას, მოქმედებს 1980 წლის 31 იანვრის კანონი პოლონეთის რესპუბლიკის გერბის, ფერების და ჰიმნის, ასევე სახელმწიფო ბეჭდების შესახებ (ანუ 2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 155.), რომელიც მიუთითებს, რომ მასში ჩამოთვლილი სახელმწიფო ორგანოები აღმართავენ პოლონეთის დროშას. მოცემული ვალდებულება ვრცელდება შემდეგ დღესასწაულებზე:

  • 19 თებერვალი – პოლონეთის მეცნიერების დღე (2020 წ. საკ.მაც. პუნქ. 181);
  • 1 მარტი – “განკიცხული ჯარისკაცების” ხსოვნის ეროვნული დღე (2011 წ. საკ.მაც. № 32, პუნქ. 160);
  • 24 მარტი – გერმანიის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ებრაელების გადამრჩენი პოლონელების ხსოვნის ეროვნული დღე (2018 წ. საკ.მაც. პუნქ. 589);
  • 14 აპრილი – პოლონეთის ნათლობის დღესასწაული (2019 წ. საკ.მაც. პუნქ. 656);
  • 1 მაისი (1950 წ. საკ.მაც. № 19, პუნქ. 157);
  • 2 მაისი – პოლონეთის რესპუბლიკის დროშის დღე;
  • 3 მაისი – სამი მაისის ეროვნული დღე (1990 წ. საკ.მაც. № 28, პუნქ. 160);
  • 8 მაისი – გამარჯვების ეროვნული დღე (2015 წ. საკ.მაც. პუნქ. 622);
  • 20 ივნისი – შლონსკის აჯანყებების ეროვნული დღე (2022 წ. საკ.მაც. პუნქ. 1229);
  • 12 ივლისი – პოლონური სოფლის ბრძოლისა და წამების დღე (2017 წ. საკ.მაც. პუნქ. 1953);
  • 1 აგვისტო – ვარშავის აჯანყების ხსოვნის ეროვნული დღე (2009 წ. საკ.მაც № 206, პუნქ. 1588);
  • 31 აგვისტო – სოლიდარობისა და თავისუფლების დღე (2005 წ. საკ.მაც. № 155, პუნქ. 1295);
  • 19 ოქტომბერი – მტკიცე სამღვდელოების ხსოვნის ეროვნული დღე (2018 წ. საკ.მაც. პუნქ. 2156);
  • 11 ნოემბერი – დამოუკიდებლობის ეროვნული დღე (1989 წ. საკ.მაც. № 6, პუნქტ. 34);
  • 27 დეკემბერი – ვიელკოპოლსკის აჯანყების გამარჯვების ეროვნული დღე (2021 წ. საკ.მაც. პუნქ. 2156).

უახლესი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებსაიტზე.

არასამუშაო დღეები

პოლონეთში უქმე დღეები მითითებულია შესაბამის კანონში. ეს არის, ყველა კვირა დღე და შემდეგი დღეები:

  • 1 იანვარი – ახალი წელი,
  • 6 იანვარი – სამი მეფის დღესასწაული,
  • აღდგომის პირველი დღე,
  • აღდგომის მეორე დღე,
  • 1 მაისი – ეროვნული დღე,
  • 3 მაისი – სამი მაისის ეროვნული დღე,
  • სულთმოფენობის პირველი დღე,
  • ქრისტეს სხეულის დღე,
  • 15 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე,
  • 1 ნოემბერი – ყველა წმინდანის დღე,
  • 11 ნოემბერი – დამოუკიდებლობის ეროვნული დღე,
  • 25 დეკემბერი – შობის პირველი დღე,
  • 26 დეკემბერი – შობის მეორე დღე

სამართლებრივი საფუძვლები:
1951 წლის 18 იანვრის კანონი უქმე დღეების შესახებ, 2020 წ. საკ.მაც. პუნქ. 1920. 

დღეები, რომლებიც არ არის აღნიშნული კალენდარული თარიღებით, განისაზღვრება რომის კათოლიკური ეკლესიის საეკლესიო კალენდრის შესაბამისად. შესაბამისად, სხვადასხვა წლებში ამ დღესასწაულების თარიღები განსხვავებული იქნება (მაგალითად, 2024 წელს აღდგომის მეორე დღე ემთხვევა 1 აპრილს, ხოლო 2025 წელს – 21 აპრილს).

შრომის კოდექსის დებულებების შესაბამისად, თუ უქმე დღე ემთხვევა კვირის გარდა სხვა დღეს, მაშინ დასაქმებულის სამუშაო დრო მცირდება 8 საათით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღესასწაული ემთხვევა ისეთ დღეს, რომელიც არ არის დასაქმებულის სამუშაო დღე (მაგ. როდესაც სამუშაო სისტემაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღესასწაული ემთხვევა შაბათს), მაშინ დამსაქმებელი დასაქმებულს ანიჭებს დამატებით დასვენების დღეს.

სამართლებრივი საფუძვლები:
შრომის კოდექსის მუხ. 130 § 2

უქმე დღეები განსხვავებული სარწმუნოების მქონე პირთათვის

უქმე დღეები პოლონეთში უმეტესწილად განისაზღვრება კათოლიკური (რომაული) ეკლესიის საეკლესიო კალენდრის შესაბამისად. პოლონელების უმეტესობა აცხადებს, რომ მიეკუთვნება მოცემულ ეკლესიას, მაგრამ პოლონურ საზოგადოებაში ასევე წარმოდგენილია სხვა რელიგიური თემებიც. ამ თემებში ყველა დღესასწაული (ქრისტიანულიც კი) არ აღინიშნება იმავე დღეებში, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიაში. იმისათვის, რომ მათ თავიანთი რელიგიის შესაბამისად აღნიშნონ დღესასწაულები, კანონი ითვალისწინებს დებულებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მიიღონ გათავისუფლება სამსახურიდან ან სწავლისგან, მოცემული დღესასწაულების აღსანიშნავად საჭირო დროის განმავლობაში. გათავისუფლების მისაღებად უნდა მიმართონ დამსაქმებელს (ან სკოლას) დღესასწაულის თარიღამდე მინიმუმ 7 დღით ადრე (დაგვიანებული განაცხადი არ იძლევა გარანტიას, რომ ის დაკმაყოფილდება). გათავისუფლება შეიძლება გაიცეს იმ პირობით, რომ გათავისუფლების დრო გამომუშავდება, საჯარო დღესასწაულებზე ან ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დამატებითი ანაზღაურების უფლების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ დღესასწაული ემთხვევა ყოველი კვირის კონკრეტულ დღეს, მაშინ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნით ადგენს მისთვის ინდივიდუალურ სამუშაო დროის განრიგს.

სამართლებრივი საფუძვლები:
1989 წლის 17 მაისის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების გარანტიების შესახებ კანონის მუხ. 42 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 265)
შრომის და სოციალური პოლიტიკის, ასევე ეროვნული განათლების მინისტრების 1999 წლის 11 მარტის დებულება, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წევრთა სამსახურიდან ან განათლებიდან გათავისუფლების შესახებ, იმ რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად, რომლებიც არ წარმოადგენენ უქმე დღეებს. (1999 საკ.მაც. № 26, პუნქ. 235)

პოლონეთში არსებობს რამდენიმე კანონი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების მიმართ. მათი სია შეგიძლიათ იხილოთ შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს ვებსაიტზე.

ზოგიერთი დებულება, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ცალკეულ ეკლესიებთან, პირდაპირ მიუთითებს მოცემული რელიგიის მიმდევრების სახალხო დღესასწაულებზე, რაც შეიძლება დაექვემდებაროს ზემოთ აღწერილ გათავისუფლებას სამსახურიდან ან განათლებიდან. 

მაგალითად, პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებთან დაკავშირებით, შესაბამის კანონში ჩამოთვლილია შემდეგი დღესასწაულები, რომლებიც აღინიშნება იულიუსის კალენდრის მიხედვით:

  • 7 იანვარი – შობის პირველი დღე;
  • 8 იანვარი – შობის მეორე დღე; 
  • 19 იანვარი – ნათლისღება; 
  • 7 აპრილი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღე; 
  • აღდგომის მეორე დღე;
  • 19 აგვისტო – ფერისცვალება; 
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება. 

სამართლებრივი საფუძვლები:
პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ 1991 წლის 4 ივლისის კანონის მუხ. 14 (2023 წ. საკ.მაც. პუნქ. 544)

თავის მხრივ, ებრაული თემების წევრებთან დაკავშირებით, დადგინდა შემდეგი დღესასწაულები, რომლებიც აღინიშნება. ებრაული კალენდარის მიხედვით:

  • ახალი წელი – 2 დღე;
  • მიტევების დღე – 1 დღე; 
  • კარვების დღესასწაული – 2 დღე; 
  • მერვე დღის შეკრება – 1 დღე;
  • სიმხათ თორა – 1 დღე;
  • პასექი – 4 დღე;
  • შავუოთი – 2 დღე 
  • შაბათი, რომელიც ყოველ კვირას გრძელდება პარასკევს მზის ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე.

ეს რეგულარული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველ კვირას, . მოითხოვს სამუშაო დროის ინდივიდუალური განრიგის დადგენას, დასაქმებულის განცხადებით.

სამართლებრივი საფუძვლები:
1997 წლის 20 ივლისის პოლონეთის რესპუბლიკაში ებრაული რელიგიური თემების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებშესახებ კანონის მუხ. 11 (2014 წ. საკ.მაც. პუნქ. 1798)
§1 აბ. შრომის და სოციალური პოლიტიკის, ასევე ეროვნული განათლების მინისტრების 1999 წლის 11 მარტის 2 დებულება, ეკლესიებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წევრთა სამსახურიდან ან განათლებიდან გათავისუფლების შესახებ, იმ რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად, რომლებიც არ წარმოადგენენ უქმე დღეებს (1999 საკ.მაც. No 26 პუნქ. 235)

ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .

პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის.

გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.

Scroll to Top