უძრავი ქონების ტრანზაქციებისთვის პოლონეთის სამართლებრივი დებულებები მოითხოვს სანოტარო მოქმედების ფორმას წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალა არააქ (როგორც პოლონელების, ასევე უცხოელების მხრიდან). ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც იწვევს საკუთრების შეცვლას, იდება ნოტარიუსის წინაშე. ნოტარიუსი ამოწმებს ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს (პირველ რიგში, მისი მიწისა და იპოთეკის რეესტრებს, მაგრამ ასევე სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მოიპოვებს და წარადგენს ქონების მესაკუთრე – მაგ. ამონაწერი და ამონაწერი მიწის რეესტრიდან, საგადასახადო დავალიანების არ არსებობის შესახებ ცნობა) და ამზადებს ხელშეკრულების პროექტს, რომელსაც მხარეები ხელს აწერენ მისი თანდასწრებით, სანოტარო აქტის სახით. უცხოელების მიერ პოლონეთში უძრავი ქონების შეძენა რეგულირდება ცალკე კანონით. კანონის დებულებების დარღვევით განხორციელებულ ქმედებას ძალა არააქ. როგორც წესი, პოლონეთში უძრავი ქონების შესაძენად უცხოელმა უნდა მიიღოს ნებართვა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრისგან.
სამართლებრივი საფუძვლები:
1920 წლის 24 მარტის კანონი უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ (ანუ 2017 წ. საკ.მაც პუნქ. 2278).
მოცემული კანონის მნიშვნელობით უცხოელი არის:
- ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს პოლონეთის მოქალაქეობა
- იურიდიული პირი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო ოფისით
- იურიდიული პირის სტატუსის არმქონე კომპანიის პირები, რომლებსაც არა აქვთ პოლონეთის მოქალაქეობა ან რეგისტრირებული ოფისი პოლონეთში, რომელსაც აქვს თავისი რეგისტრირებული სათაო ოფისი საზღვარგარეთ და დაარსდა უცხო ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად
- იურიდიული პირი და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე კომერციული კომპანია, რომელსაც აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ პირები ან კომპანიები, რომლებიც არიან უცხოელები.
სამართლებრივი საფუძვლები:
1920 წლის 24 მარტის უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ კანონი მუხ. 1 აბ. 2 (ანუ 2017 წ. საკ .მაც პუნქ. 2278).
ნებართვის აღების ვალდებულება არ ვრცელდება EEA სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მოქალაქეებზე. ნებართვის მიღების პირობები:
- თუ უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენა საფრთხეს არ უქმნის თავდაცვას, სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს
- თუ შეძენას არ ეწინააღმდეგება სოციალური პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხები
- თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს უცხოელის კავშირებს პოლონეთთან.
პოლონეთთან კავშირების დადასტურება შეიძლება იყოს (მაგალითად):
- პოლონეთის მოქალაქეობის ან პოლონური წარმოშობის ფლობა;
- ქორწინება პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე;
- ბინადრობის ნებართვის ფლობა:
- დროებითი ბინადრობის ნებართვა, გარდა პოლონეთის რესპუბლიკაში მოკლევადიანი ყოფნისთვის დასაბუთებული გარემოებების გამო და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამო 2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელების შესახებ მუხ. 181 აბ. 1 და მუხ. 176 კანონი უცხოელების შესახებ – ანუ 2024 წ. საკ. მაც. პუნქ. 769) ან
- მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან
- ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის სტატუსი;
- მეწარმეების მართვის ორგანოში გაწევრიანება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ უცხოელები
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეკონომიკური ან სამეურნეო საქმიანობის განხორციელება პოლონეთის კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.
სამართლებრივი საფუძვლები:
1920 წლის 24 მარტის კანონი უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ მუხ. 1ა აბ. 2 (ანუ 2017 წ. საკ .მაც პუნქ. 2278).
2013 წლის 12 დეკემბრის კანონი უცხოელების შესახებ მუხ. 181 აბ. 1 და მუხ. 176 ანუ 2024 წ. საკ. მაც. პუნქ. 769, 1222, 1688).
ნებართვის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდება (შენიშვნა, გათავისუფლება არ ვრცელდება სასაზღვრო ზონაში მდებარე უძრავ ქონებაზე და 1 ჰა-ზე მეტ ფართობზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე):
- 1994 წლის 24 ივნისის შენობის საკუთრების კანონის მნიშვნელობით დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართის შეძენა;
- დამოუკიდებელი კომერციული ფართის შეძენა ავტოფარეხის სარგებლობისთვის ან წილი ასეთ ფართში, თუ ეს დაკავშირებულია ქონების ან დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართის მყიდველის ან მესაკუთრის საცხოვრებლით მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან;
- უძრავი ქონების შეძენა პოლონეთის რესპუბლიკაში მცხოვრები უცხოელის მიერ მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მინიმუმ 5 წლის განმავლობაში;
- შეძენა უცხოელის მიერ, რომელიც არის პოლონეთის მოქალაქის მეუღლე და ცხოვრობს პოლონეთის რესპუბლიკაში მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, მუდმივი ბინადრობის ნებართვის ან ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის ბინადრობის ნებართვის გაცემიდან, რომელიც შეძენის შედეგად წარმოადგენს კანონით დადგენილ მეუღლეთა საერთო საკუთრებას;
- უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენა, თუ შეძენის დღეს იგი უფლებამოსილია, პოლონეთის კანონმდებლობის მნიშვნელობით, მემკვიდრეობით მიიღოს უძრავი ქონება გამყიდველისგან, ხოლო მოცემული უძრავი ქონების გამყიდველი არის მისი მესაკუთრე ან უვადო უზუფრუქტუარი არანაკლებ 5 წლის განმავლობაში;
- იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე კომერციული კომპანიის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება უცხოელების მიერ, კანონით დადგენილი მიზნებისათვის, განაშენიანების არმქონე უძრავი ქონების შეძენა, რომლის საერთო ფართობი მთელ ქვეყანაში არ აღემატება 0.4 ჰექტარს ქალაქების ტერიტორიაზე;
- უძრავი ქონების შეძენა უცხოელის მიერ, რომელიც არის ბანკი და ამავე დროს იპოთეკური კრედიტორი, უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების რეჟიმში, სააღსრულებო საქმისწარმოებაში უშედეგო აუქციონის შედეგად;
- შეძენა ბანკის მიერ, რომელიც არის იურიდიული პირი, რომლის კომერციულ წილებს და აქციებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ უცხოელები, რეგისტრირებული სათაო ოფისით პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, ასევე აქციებთან დაკავშირებული მოითხოვს, შენაგან საქმეთა მინისტრის შესაბამის ნებართვას, თუ შედეგად კომპანია, რომელიც არის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მესაკუთრე ან უვადო მომხმარებელი, ხდება კონტროლირებადი კომპანია, მოცემული ბანკის მიერ განხორციელებული საბანკო საქმიანობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებით.
არ არის საჭირო ნებართვის მიღება უცხოელების მიერ, რომლებიც არიან შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები ან მეწარმეები – ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების ან შვეიცარიის კონფედერაციის მხარეები.
სამართლებრივი საფუძვლები:
1920 წლის 24 მარტის კანონი უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ მუხ. 8 აბ. 1 აბ. 3 (ანუ 2017 წ. საკ.მაც. პუნქ. 2278).
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
