პოლონეთში განათლების სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ რეფორმირდა, შეიცვალა სკოლების სახელები და პროფილები, ასევე განათლების ცალკეულ საფეხურებზე მისი ხანგრძლივობა. ბოლო მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა 2016 წელს. ამიტომ, განათლების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიღებული მონაცემების აქტუალობას.
განათლების ყველა დონეზე (და მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვაზე), პოლონეთში არსებობს საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც ყველაზე ხშირად მართავენ მუნიციპალიტეტები ( ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები) ან რეგიონები (საშუალო სკოლები) და არასაჯარო დაწესებულებები. არასაჯარო სკოლებში განათლება არის ფასიანი.
3 წლამდე ასაკის ბავშვებზე ზრუნვა ხორციელდება საბავშვო ბაგა-ბაღებსა და საბავშვო კლუბებში. ფორმალურად, ისინი არ მიეკუთვნებიან განათლების სისტემას, რადგან ისინი პირველ რიგში ასრულებენ ზრუნვის ფუნქციებს.
7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (ან საშუალო სკოლის დამთავრებამდე) ექვემდებარებიან სავალდებულო სწავლებას, ხოლო უფრო ადრე, 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის, ხდება სავალდებულო სკოლამდელი მომზადება (“ნული კლასი”). სკოლამდელი მომზადება ხდება საბავშვო ბაღებში ან დაწყებით სკოლებში მოწყობილ საბავშვო ბაღებში.
სასწავლო წელი გრძელდება კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტომდე და იყოფა ორ სემესტრად. სემესტრთაშორის მოსწავლეებს აქვთ ზამთრის არდადეგები (სწავლისგან თავისუფალი 2 კვირა), სხვადასხვა თარიღებში, სავოევოდოს მიხედვით. ზაფხულში მოსწავლეებს აქვთ დასვენების პერიოდი – არდადეგები (გრძელდება ივნისის ბოლო დღეებიდან აგვისტოს ბოლომდე). ასევე არსებობს დასვენების დღეები, როდესაც არის სახალხო და რელიგიური დღესასწაულები.
დაწყებითი სკოლის დაბალ კლასებში სწავლა, როგორც წესი, მოიცავს ყოველდღე რამდენიმე გაკვეთილს. გაკვეთილი გრძელდება 45 წუთი. სკოლები, როგორც წესი, დილის 8:00 საათიდან მუშაობენ, მაგრამ ზოგიერთ დაწესებულებაში გაკვეთილებს ცვლებში ატარებენ. დაწყებით სკოლებში არის გახანგრძლივებულები სკოლამდელი და სკოლის შემდგომი ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც მუშაობენ. გახანგრძლივებულში დარჩენა არის უფასო. გახანგრზლივებულები არ მუშაობს ზამთრის არდადეგებსა და ზაფხულის არდადეგებზე – მაშინ მშობლები არიან ვალდებულნი უზრუნველყონ ბავშვის მოვლა. საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს განსხვავებული სისტემით – როგორც წესი, ისინი ფუნქციონირებენ ზამთრის არდადეგებზე და აწყობენ სადღესასწაულო მორიგეობას, რისთვისაც საჭიროა დარეგისტრირება.
დაწყებით სკოლაში მოსწავლეები იღებენ უფასო სახელმძღვანელოებს და სავარჯიშო რვეულებს. სახელმძღვანელოები დროებით გადაეცემა მოსწავლეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უნდა დაბრუნდეს მოსწავლის მიერ მათი გამოყენების დასრულების შემდეგ. დაწყებითმა სკოლებმა მოსწავლეები უნდა უზრუნველყონ თბილი საკვებით და მისი მირთმევის ადგილით (სადილები ფასიანია, მაგრამ ბევრ სკოლაში შესაძლებელია დახმარების მიღება ასეთი კვების ხარჯების დასაფინანსებლად).
სამართლებრივი საფუძვლები:
2016 წლის 14 დეკემბრის კანონი – საგანმანათლებლო სამართალი (2024 წ. საკ.მაც. პუნქ. 737, 854, 1562, 1635), უცხოელებთან მიმართებაში, თავი 7 (ამავე კანონის მუხ. 165-167).
ეროვნული განათლების მინისტრის 2017 წლის 23 აგვისტოს განკარგულება იმ პირთა განათლების შესახებ, რომლებიც არ არიან პოლონეთის მოქალაქეები, ასევე არიან პოლონეთის მოქალაქეები, რომლებმაც განათლება მიიღეს სხვა ქვეყნების განათლების სისტემის მოქმედ სკოლებში (2023 საკ.მაც. პუნქ. 2301)
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია მიმდინარე თარიღის მდგომარეობით: .
პორტალის სარედაქციო ჯგუფი ზრუნავს, რომ წარმოდგენილი შინაარსი შეესაბამებოდეს კანონს, იყოს განახლებული (გამოქვეყნების თარიღისთვის, რომელიც მითითებულია თითოეულ ქვეგვერდზე) და სასარგებლო მომხმარებლებისთვის. გაფრთხილებთ, რომ პორტალზე განთავსებული კონტენტი მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად წარმოაჩენს წამოჭრილი საკითხების არსს. ის არ წარმოადგენენ რჩევებს ან სამართლებრივ მოსაზრებებს და არ უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის შესახებ გადაწყვეტილებების ერთადერთ საფუძველს. ინდივიდუალური იურიდიული დახმარების მისაღებად აუცილებელია კონსულტაციის მიღება კვალიფიციურ სუბიექტებისგან.
